მთავარისიახლეებიპარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

Published on

82 მომხრე – 0 წინააღმდეგი – “ოცნების” პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე ადრე შეჩერებას მხარი დაუჭირა.

პარტია “გახარია საქართველოსთვის” 12 წევრისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხი კენჭისყრაზე განსახილველად დავით მათიკაშვილმა გაიტანა და სხდომაზე “ოცნების” არცერთ წევრს ამასთან დაკავშირებით კითხვები არ გასჩენია, ისე მიიღეს გადაწყვეტილება.

ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგით, „ოცნების“ პარლამენტში გახარიას პარტიიდან 12 წევრი მოხვდა, ესენი არიან: გიორგი გახარია, ნათია მეზვრიშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, კახა ქემოკლიძე, ზვიად ძიძიგური, ზაზა თავაძე, ანა ბუჩუკური, ბერდია სიჭინავა, როინ ქოჩორაშვილი, ბექა ლილუაშვილი, თეონა აქუბარდია და ლევან გოგიჩაიშვილი. მათ დღეს მანდატების შეწყდათ.
ექსპრემიერს და მის გუნდს “ქართული ოცნება” მანდატების გარდა დაფინანსების გარეშეც ტოვებს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარტია “საქართველოსთვის” დაფინანსების მიღება 6 თვით, დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტასთან ერთად შეუჩერდებათ.

„გვაქვს პარტიის „საქართველოსთვის“ პარლამენტის 12 წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საკითხი. საგაზაფხულო სესიაზე ჩატარდა 26 პლენარული სხდომა. მათ 26-ვე არასაპატიო მიზეზით აქვთ გაცდენილი, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ თავის თავს თავადვე უწყვეტენ მანდატს იმით, რომ არ ასრულებენ იმ მანდატს, რომელიც მათ მიიღეს არჩევნებში. აქვე მოგახსენებთ, რომ ამ მოწვევის პარლამენტის განმავლობაში, ანუ 26 ოქტომბრის შემდეგ, პარტიას „საქართველოსთვის“ დაახლოებით, 800 000 ლარი პარტიული დაფინანსება აქვს მიღებული ისე, რომ ერთი დღეც არ გაუტარებიათ პარლამენტში. შეგახსენებთ რეგულაციას, რომ მანდატების შეწყვეტის შემთხვევაში, პარტიას 6 თვით შეუჩერდება პარტიული დაფინანსება,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

სიახლეები

გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

პარტია გახარია-საქართველოსთვის წევრებმა 26 ივნისს, პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება...

ამაში ცუდი არაფერია – კალაძე ყაველაშვილის ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლას არ გამორიცხავს

ივანიშვილის მერმა კახი კალაძემ, ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, აპირებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი...

3 წელში 30-წლიანი პარტნიორობა დაანგრია-პაპუაშვილი ფიშერზე

ალბათ, ნიშანდობლივია, რომ გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა, დამშვიდობების გარეშე. ის არც პრემიერმინისტრს, არც პრეზიდენტს...

საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული სპეცრაზმელების პროცესი მიმდინარეობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე, ასევე ზვიად მაისაშვილსა და ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის ბრალდებით...