სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ გზაზე მხარს დაუჭერს.
ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას.
ჩვენ იმედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერისა საქართველოს ევროპულ გზაზე ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების გზით.
ევროპა უნდა დაუდგეს მათ გვერდით, ვინც მის ღირებულებებს იცავს,” – წერს ზურაბიშვილი.
ცნობისთვის დანია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. მანამდე საბჭოს თავმჯდომარე პოლონეთი იყო.