მთავარისიახლეებიდიპლომატიურ პასპორტებზე შეზღუდვა მოქმედებს-კობახიძე

დიპლომატიურ პასპორტებზე შეზღუდვა მოქმედებს-კობახიძე

Published on

ივანიშვილის წარმომადგენელის ირაკლი კობახიძის განხადებით, დიპლომატიურ პასპორტებზე ევროკავშირის მიერ დაწესებული სავიზო შეზღუდველი უკვე ამოქმედებულია და ერთ-ერთ ქვეყანაში ჩასასვლელად ვიზის აღება მოუწია.

“ეს შეზღუდვები, როგორც მოგეხსენებათ, მოქმედებს ევროკავშირის საერთო გადაწყვეტილებით დიპლომატიურ პასპორტებთან მიმართებით. თუმცა ჩვენ ჩვეულებრივად ვიღებთ ვიზებს. ვიზით ვიყავი წასული ერთ-ერთ ქვეყანაში, არანაირი პრობლემა აქ, რა თქმა უნდა, არ არის. ბუნებრივია, ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო გადაწყვეტილება, თუმცა ეს არის მათი გადაწყვეტილება, მათი უფლება და მზად ვართ ვიმოქმედოთ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად” – თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კობახიძეს არ დაუკონკრეტებია, ევროპის რომელ ქვეყანაში ჩასასვლელად დასჭირდა ვიზის აღება.

10 ივნისს ირაკლი კობახიძე იტალიაში გაემგზავრა. გასული თვის განმავლობაში ის ასევე იმყოფებოდა უნგრეთში, რომელსაც გაცხადებული პოზიცია აქვს, რომ შეზღუდვას არ უერთდება.

27 იანვარს, ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.

დღეს, 30 ივნისს, გამოცემა ევროსკოპმა დაწერა, რომ მათი ინფორმაციით, “დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი შეჩერებული(საბჭოს გადაწყვეტილება იმპლემინტირებული)აქვთ შემდეგ ქვეყნებს: რუმინეთი(მარტიდან), ბულგარეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, საფრანგეთი, ბელგია, იტალია. შვედეთი აგვისტოდან. უნგრეთი რა თქმა უნდა ღიაა, ავსტრიაც ამ ეტაპზე. არ გვაქვს ინფორმაცია დანაჩენ ქვეყნებზე, მაგალითად გერმანია ან პოლონეთი”.

სიახლეები

გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

პარტია გახარია-საქართველოსთვის წევრებმა 26 ივნისს, პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება...

ამაში ცუდი არაფერია – კალაძე ყაველაშვილის ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლას არ გამორიცხავს

ივანიშვილის მერმა კახი კალაძემ, ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, აპირებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი...

3 წელში 30-წლიანი პარტნიორობა დაანგრია-პაპუაშვილი ფიშერზე

ალბათ, ნიშანდობლივია, რომ გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა, დამშვიდობების გარეშე. ის არც პრემიერმინისტრს, არც პრეზიდენტს...

საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული სპეცრაზმელების პროცესი მიმდინარეობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე, ასევე ზვიად მაისაშვილსა და ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის ბრალდებით...