მთავარისიახლეებიპოლიტიკარა საჭიროა ეს მიკიბ-მოკიბვა? - ანა წითლიძე სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას აფასებს

რა საჭიროა ეს მიკიბ-მოკიბვა? – ანა წითლიძე სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას აფასებს

Published on

“ანუ? რა გავიგეთ? სწორია: მერამდენედ არაფერი. რა საჭიროა ეს მიკიბ-მოკიბვა, როდესაც ჭეშმარიტების გზა მარტივი დასანახია”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ სოციალურ ქსელში დაწერა მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს მიმართა.

კიდევ ერთ პოსტში ანა წითლიძე საუბრობს იმ ყველაფრის შესახებ, რასაც, მისი შეფასებით, ნამდვილი ლიდერი იტყოდა.

„რას იტყოდა ნამდვილი ლიდერი:

უარი რუსულ სპეცოპერაციაში, ე.წ. არჩევნებში მონაწილეობას! აქტიური ბოიკოტის კამპანია, პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო სექტორთან ერთად, ქუჩებში, სოფლებში, ქალაქებში! წინააღდეგობის მოძრაობის გაფართოება; დიდი და ურყევი მობილიზაციისთვის მზადება;

არ „გაპრავდება“ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა! ყველა ჩაირეცხება!“ – წერს ანა წითლიძე.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გეგმა არის ერთობა. „ვიღაცებს უნდათ, გაუთავებლად მე მთხოვონ რაღაც არარსებული გეგმა. გეგმა არის ერთობა და გეგმა იქნება ხვალ, ზეგ ერთობა, ვიდრე ჩვენ ვერ მივაღწევთ შედეგს და შედეგი სახეზეა. შედეგი არის ის, რომ „ქართულ ოცნებაში“ დაიწყო ჩამოშლა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

სიახლეები

აშშ-ის საელჩო: ამ ეტაპზე ვიზიტი არ გვაქვს გამოსაცხადებელი

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია ამერიკული მხარის მიერ საქართველოში აპრილში...

“დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება” – ტრამპი ირანზე

დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ,...

სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის 1 პირი დააკავეს

პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავეს. "სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ...

ნიკოპოლში რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლში, რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა. თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა,...