მთავარისიახლეებისაზოგადოება"მე ვერ დავიცავ ადამიანს, რომელსაც ჰყავს ადვოკატი, რომელსაც ნდობას უცხადებს" - ადვოკატი...

“მე ვერ დავიცავ ადამიანს, რომელსაც ჰყავს ადვოკატი, რომელსაც ნდობას უცხადებს” – ადვოკატი სალომე არდოტელი მოსამართლეს

Published on

მე ვერ დავიცავ ადამიანს, რომელსაც ჰყავს ადვოკატი, რომელსაც ნდობას უცხადებს – ამ სიტყვებით მიმართა დღეს სახაზინო წესით დანიშნულმა ადვოკატმა, სალომე არდოტელმა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს.

საქალაქო სასამართლოში პროევროპულ აქციაზე დაკავებული 11 პირის, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი მიმდინარეობს.
სალომე არდოტელი ნინო გალუსტაშვილს უხსნიდა, რომ საზოგადოებრივი ადვოკატი ინიშნება საქმეზე მაშინ, როდესაც არსებობს სავალდებულო დაცვის შემთხვევა, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

ვეთანხმები ბიჭებს და იმედი მაქვს, სასამართლოს მოლოდინი არ აქვს, რომ ვაი და რომელიმე ადვოკატი არ გამოცხადდება, საზოგადოებრივი ადვოკატები იქნებიან პროცესზე და განახორციელებენ დაცვას – განაცხადა არდოტელმა.

„მე როგორც იურიდიული დახმარების საზოგადოებრივ ადვოკატს პრეტენზია მაქვს, რომ ჩემზე დაკისრებული სამართლებრივი მოვალეობები შევასრულო პირნათლად და უმაღლეს დონეზე. ამის გათვალისწინებით, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის რა დროს ინიშნება საზოგადოებრივი ადვოკატი – საზოგადოებრივი ადვოკატი ინიშნება საქმეზე მაშინ, როდესაც არსებობს სავალდებულო დაცვის შემთხვევა.

ამ შემთხვევაში, ყველა ვთანხმდებით, რომ სავალდებულო დაცვის შემთხვევას ადგილი არ ჰქონია და გარდა ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არის ის, რომ ადვოკატსა და დასაცავ პირს შორის ურთიერთობა უმთავრესად ემყარება ნდობას, მე ვერ დავიცავ ადამიანს, რომელსაც ჰყავს ადვოკატი, რომელსაც ნდობას უცხადებს. მნიშვნელოვანი აქ არის კიდევ ის, რომ თითოეულის ადვოკატი, ვისი ინტერესების დამცველ ადვოკატადაც მე დავინიშნე, დღეს გამოცხადებულია პროცესზე და მათი მხრიდან არანაირად არასდროს არ ჰქონია პროცესის გაჭიანურების სურვილის ადგილი.
შესაბამისად, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბუნებრივია, ვეთანხმები ბიჭებს და იმედი მაქვს, რომ სასამართლოს მოლოდინი არ აქვს იმის, რომ ვაი და რომელიმე ადვოკატი არ გამოცხადდება, საზოგადოებრივი ადვოკატები იქნებიან პროცესზე და განახორციელებენ დაცვას, იმიტომ, რომ ეს ფიზიკურად არც მოხდება, არც დავუშვებთ და არც მივესალმებით“, – თქვა სალომე არდოტელმა.

ცნობისთვის, წინა სხდომაზე, 24 ივნისს, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სინდისის პატიმრებს მათი ნების საწინააღმდეგოდ სახაზინო ადვოკატები დაუნიშნა. ამ გადაწყვეტილებას, როგორც ბრალდებულების, ისე მათი ადვოკატების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.

დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

სიახლეები

გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

პარტია გახარია-საქართველოსთვის წევრებმა 26 ივნისს, პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება...

ამაში ცუდი არაფერია – კალაძე ყაველაშვილის ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლას არ გამორიცხავს

ივანიშვილის მერმა კახი კალაძემ, ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, აპირებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი...

3 წელში 30-წლიანი პარტნიორობა დაანგრია-პაპუაშვილი ფიშერზე

ალბათ, ნიშანდობლივია, რომ გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა, დამშვიდობების გარეშე. ის არც პრემიერმინისტრს, არც პრეზიდენტს...

საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული სპეცრაზმელების პროცესი მიმდინარეობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე, ასევე ზვიად მაისაშვილსა და ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის ბრალდებით...