მთავარისიახლეებიივანიშვილი ყველას გააკეთებინებს ბინძურ საქმეებს, მაგრამ, როცა დასჭირდება ყველას მოიშორებს -ანი წითლიძე

ივანიშვილი ყველას გააკეთებინებს ბინძურ საქმეებს, მაგრამ, როცა დასჭირდება ყველას მოიშორებს -ანი წითლიძე

Published on

“ივანიშვილი ყველას გააკეთებინებს ბინძურ საქმეებს, მათ შორის ფულს აშოვნინებს, მოაპარინებს, მაგრამ, როცა დასჭირდება ყველას მოიშორებს” – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ანა წითლიძემ ისაუბრა.

ანა წითლიძის თქმით, გრიგოლ ლილუაშვილი ამას ვერ წარმოიდგენდა, თუმცა რეჟიმის კანონზომიერების მიხედვით, ახლა ვიღაც უნდა დაისაჯოს.

ბიძინა ივანიშვილი ყველას გააკეთებინებს ბინძურ საქმეებს, მათ შორის ფულს აშოვნინებს, მოაპარინებს, მაგრამ, როცა დასჭირდება და ეს არის რეჟიმის კანონზომიერება, რომ ყველას მოიშორებს.

ლილუაშვილი ვერ წარმოიდგენდა, ამ ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე მეტი ძალაუფლების მქონე ადამიანი იყო და დღეს, ვიღაც ანრი ოხანაშვილმა, შეიძლება, ლილუაშვილის წინააღმდეგ აღძრას საქმე იმიტომ, რომ მას ედავებიან, რომ შიდა მილიონები, რომლებიც ერთმანეთში ტრიალებს, საქართველოს მოქალაქეებისთვის მოპარული მილიონები, უბრალოდ ვიღაცამ “მოტეხა” ამათ შორის და შესაბამისად ეს ვიღაც ახლა უნდა დაისაჯოს…” – განაცხადა ანა წითლიძემ.

შეგახსენებთ, რომ სუს-ის შეფმა ლილუაშვილის დაკითხვაზე დაბარება დააანონსა. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ისეთი მასშტაბის დანაშაული, როგორიც რომეო მიქაუტაძის ქეისია, სუსს არ უნდა გამოჰპარვოდა.

სიახლეები

“სისტემური რეპრესიების წელი” – სალომე ზურაბიშვილმა 2025 წელი შეაჯამა

სისტემური რეპრესიების წელი, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გასული წელი. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო...

4-მილიონიან ქვეყანაში 64 უნივერსიტეტის არსებობა განათლების ხარისხს აუარესებს- კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერმა უმაღლესი განათლების სისტემას არასათანადოდ აფასებს და აცხადებს, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში 64...

წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ...

მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე, ეს პატიოსანი ხალხი გაუშვით – მურთაზ ზოდელავა

მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა...