მთავარისიახლეებინეთანიაჰუ-ისტორიულ გამარჯვებას მივაღწიეთ, ირანისგან მოიხსნა ეგზისტენციალური საფრთხეები

ნეთანიაჰუ-ისტორიულ გამარჯვებას მივაღწიეთ, ირანისგან მოიხსნა ეგზისტენციალური საფრთხეები

Published on

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელმა ირანის წინააღმდეგ “ისტორიულ გამარჯვებას” მიაღწია, რომელიც ” მომავალ თაობებს გადაეცემათ”.

მისი თქმით, ისრაელმა განხორციელებულ იერიშებით ირანის მხრიდან ორი მნიშვნელოვანი საფრთხე აირიდა – ბირთვული იარაღით განადგურების საფრთხე და 20 000 ბალისტიკური რაკეტით განადგურების საფრთხე.

“ისრაელი უახლოეს მომავალში განადგურების წინაშე დადგებოდა, თუ ახლა არ ვიმოქმედებდით”, – განაცხადა მან.

სიტყვით გამოსვლისას მან ასევე მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს “ისრაელის დაცვაში მისი წვლილისთვის და ირანის მხრიდან ბირთვული საფრთხის მოცილებისთვის.”

“ისრაელს თეთრ სახლში არასდროს ჰყოლია ისეთი მეგობარი, როგორიც პრეზიდენტი ტრამპია და დიდ მადლობას ვუხდი მას ჩვენი ერთობლივი მუშაობისთვის”, – თქვა ნეთანიაჰუმ.

სიახლეები

გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

პარტია გახარია-საქართველოსთვის წევრებმა 26 ივნისს, პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება...

ამაში ცუდი არაფერია – კალაძე ყაველაშვილის ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლას არ გამორიცხავს

ივანიშვილის მერმა კახი კალაძემ, ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, აპირებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი...

3 წელში 30-წლიანი პარტნიორობა დაანგრია-პაპუაშვილი ფიშერზე

ალბათ, ნიშანდობლივია, რომ გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა, დამშვიდობების გარეშე. ის არც პრემიერმინისტრს, არც პრეზიდენტს...

საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული სპეცრაზმელების პროცესი მიმდინარეობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე, ასევე ზვიად მაისაშვილსა და ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის ბრალდებით...