მთავარისიახლეებიTI-მ 74 ჩინოვნიკის ჩართულობით 2 მლრდ ლარის კორუფციული ფაქტები გამოავლინა

TI-მ 74 ჩინოვნიკის ჩართულობით 2 მლრდ ლარის კორუფციული ფაქტები გამოავლინა

Published on

რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიუროს თავმჯდომარედ დანიშვნიდან დღემდე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 74 მოქმედ და ყოფილ თანამდებობის პირთან დაკავშირებული კორუფციული შემთხვევები გამოავლინა. ამის შეხებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ პირების მიერ საბიუჯეტო წყაროებიდან მიღებულმა შემოსავალმა 2012-2025 წლებში 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

TI აღნიშნავს, რომ არცერთი ეს შემთხვევა კუპრაშვილის უწყებამ არ გამოიკვლია და არც სათანადო რეაგირება მოუხდენია.

2023 წლის 2 თებერვლიდან, რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიუროს თავმჯდომარედ დანიშვნიდან დღემდე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და აჭარაში 74 მოქმედ და ყოფილ თანამდებობის პირთან დაკავშირებული კორუფციული შემთხვევები გამოავლინა.

არცერთი ეს შემთხვევა კუპრაშვილის ანტიკორუფციულმა ბიურომ არ მოიკვლია და რეაგირების გარეშე დატოვა.

ამ 74 პირთან დაკავშირებული კომპანიების მიერ სახელმწიფო შესყიდვებიდან, „აწარმოე საქართველოდან“ და სხვა საბიუჯეტო წყაროებიდან მიღებულმა შემოსავალმა 2012-2025 წლებში 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სიახლეები

გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

პარტია გახარია-საქართველოსთვის წევრებმა 26 ივნისს, პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება...

ამაში ცუდი არაფერია – კალაძე ყაველაშვილის ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლას არ გამორიცხავს

ივანიშვილის მერმა კახი კალაძემ, ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, აპირებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი...

3 წელში 30-წლიანი პარტნიორობა დაანგრია-პაპუაშვილი ფიშერზე

ალბათ, ნიშანდობლივია, რომ გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა, დამშვიდობების გარეშე. ის არც პრემიერმინისტრს, არც პრეზიდენტს...

საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული სპეცრაზმელების პროცესი მიმდინარეობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე, ასევე ზვიად მაისაშვილსა და ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის ბრალდებით...