მთავარისიახლეებიელენე ხოშტარია-პირობას ვაძლევ პოლიტიკურ პატიმრებს, რომ ერთიანობისთვის ყველაფერს ვიზამ

ელენე ხოშტარია-პირობას ვაძლევ პოლიტიკურ პატიმრებს, რომ ერთიანობისთვის ყველაფერს ვიზამ

Published on

“ნაბიჯი არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ სისტემას ვაჩვენოთ, რომ არ გვეშინია და ასე დამარცხდება სისტემა,” – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ “სტრატეგია აღმაშენებლის” ოფისში განაცხადა.

ასევე, ელენე ხოშტარიამ გიორგი ვაშაძეს და სხვა პოლიტპატიმრებს პირობა მისცა, რომ ერთიანობისთვის ყველაფერს გააკეთებენ, რათა ერთიანად დაამარცხონ სისტემა.

ზედმეტია სიტყვები სოლიდარობის იმიტომ, რომ სოლიდარობა არა, შური უფრო მაქვს შენი იმიტომ, რომ დღეს გიორგი [ვაშაძე] არის საამაყო, დღეს გიორგი არის ღირსეული და დღეს გიორგის კი არ იჭერენ, დღეს გიორგი ამარცხებს ოლიგარქიას თავისი კონკრეტული მოქმედებით, უშიშრობით, პრინციპულობით.

ნაბიჯი არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ სისტემას ვაჩვენოთ, რომ არ გვეშინია და ასე დამარცხდება სისტემა. ამიტომ გავერთიანდეთ და მე გიორგის მინდა პირობა დავუდო, როგორც ყველა ჩვენ სხვა პატიმარს, რომ ყველაფერს ვიზამთ ერთიანობისთვის, რომ ერთიანად დავამარცხოთ ეს სისტემა,” – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, დღეს, ოპოზიციის წარმომადგენლები “სტრატეგია აღმაშენებლის” ოფისში გიორგი ვაშაძის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. სასამართლომ თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს გიორგი ვაშაძეს 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ხოლო გუშინ, იმავე მიზეზით, 8-თვიანი პატიმრობა მიესაჯათ “ძლიერი საქართველოს ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს.

სიახლეები

აშშ-ის საელჩო: ამ ეტაპზე ვიზიტი არ გვაქვს გამოსაცხადებელი

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია ამერიკული მხარის მიერ საქართველოში აპრილში...

“დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება” – ტრამპი ირანზე

დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ,...

სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის 1 პირი დააკავეს

პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავეს. "სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ...

ნიკოპოლში რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლში, რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა. თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა,...