მთავარისიახლეებიირანთან ომის შესახებ დონალდ ტრამპმა ახალი განცხადება გააკეთა

ირანთან ომის შესახებ დონალდ ტრამპმა ახალი განცხადება გააკეთა

Published on

ირანთან ომის შესახებ დონალდ ტრამპმა ახალი განცხადება გააკეთა

დონალდ ტრამპმა ირანში პოლიტიკური რეჟიმის შეცვლისკენ მოუწოდა, რადგან, მისი თქმით, არსებული ხელისუფლება „ქვეყანას ძველ დიდებას ვერ დაუბრუნებს”.

სოციალურ ქსელში Truth Social ტრამპმა რამდენიმე განცხადება გამოაქვეყნა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ჩარევის შესახებ. კერძოდ, აღნიშნა სტრატეგიული ბომბდამშენების B-2-ის წარმატებული დაჯდომა მისურიში:

„ირანის ბირთვულ ობიექტებზე მიყენებული ზიანი, როგორც ამბობენ, მონუმენტურია. დარტყმები ზუსტი და ძლიერი იყო. ჩვენი სამხედროებმა დიდი ოსტატობა აჩვენეს. გმადლობთ!“

ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ „რეჟიმის შეცვლის“ ტერმინის გამოყენება პოლიტიკური კუთხით არაკორექტულია, მაგრამ თუ ირანის მოქმედი რეჟიმი „ირანს ძველ დიდებას ვერ დაუბრუებს“, მაშინ რატომ არ უნდა შეიცვალოს?”

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ამერიკულმა ავიაციამ განახორციელა პირველი ერთდროული იერიში ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე, სადაც გამოიყენეს B-2 ბომბდამშენები და „ტომაჰავკის“ რაკეტები წყალქვეშა ნავებიდან.

სიახლეები

გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

პარტია გახარია-საქართველოსთვის წევრებმა 26 ივნისს, პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება...

ამაში ცუდი არაფერია – კალაძე ყაველაშვილის ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლას არ გამორიცხავს

ივანიშვილის მერმა კახი კალაძემ, ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, აპირებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი...

3 წელში 30-წლიანი პარტნიორობა დაანგრია-პაპუაშვილი ფიშერზე

ალბათ, ნიშანდობლივია, რომ გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა, დამშვიდობების გარეშე. ის არც პრემიერმინისტრს, არც პრეზიდენტს...

საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული სპეცრაზმელების პროცესი მიმდინარეობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე, ასევე ზვიად მაისაშვილსა და ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის ბრალდებით...