მთავარისიახლეებისაზოგადოება"ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსი ტყის საფარისგან სრულად გაწმენდილია" - ნინო ბურჭულაძე

“ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსი ტყის საფარისგან სრულად გაწმენდილია” – ნინო ბურჭულაძე

Published on

„ მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ აგრძელებს დმანისის, ბოლნისის და თეთრიყწაროს მუნიციპალიტეტებში სამთოწარმოების არეალის მიმდებარედ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გაწმენდა- დასუფთავების საგაზაფხულო კამპანიას.

,,XIII საუკუნის ფიტარეთის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერის დასუფთავების სამუშაოები ძალიან მნიშვნელოვანი კამპანიაა.
სრულიად გაიწმინდა ტაძრის მარნის და ბიბლიოთეკის შენობა, ისტორიული გალავანი, ძველი სასაფლაო და მონასტრის მიმდებარე ტერიტორია.
„ მოძრაობა კულტურული მემკვდრეობისთვის ძეგლების გაწმენდა- დასუფთავების სეზონურ კამპანიებს მეხუთე წელია ატარებს და ის წელიწადში ოჯერ, გაზაფხულსა და გვიან შემოდგომით მიმდინარეობს.”- განაცხადა მოძრაობის ხელმძღვანელმა ნინო ბურჭულაძემ.

შეგახსენებთ, რომ ფიტარეთის მონასტერი მეოთხე ძეგლია, აბულმუგის აბანოს, სათხის მონასტრისა და ხულუტის ციხე-დარბაზის შემდგომ, რომელიც კამპანიის ფარგლებში დასუფთავდა.

ღვთისმშობლის სახელობის ფიტარეთის მონასტერი ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდინარე ხრამის( ქცია) ხეობაში მდებარეობს. ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ეს უნიკლური ძეგლი 1213-1222 წლებშია აგებული,მას გარს ერტყმის XVII-XVIII საუკუნეებში აგებული გალავანი, ასევე შემორჩენილია მისი ისტორიული გალავანი (XII-XIII ს) რომელიც ამჟამად ძლიერ არის დაზიანებული.

როგირც, ნინო ბურჭულაძემ განაცხადა ფიტარეთში პირველი სარაბილიტაციო სამუშაოები 1938-1939 წლებში ჩატარდა. 1988 წლის 7 დეკემბერს მომხდარმა მიწისძვრამ ტაძარი მნიშვნელოვნად დააზიანა, მიუხედავად იმისა რომ ძეგლის გადარჩენის მიზნით გარკვეული გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, ტაძრის დაზიანების პროცესის გაჩერება ვერ მოხერხდა.

2018 წელს აქტივისტების აქტიურობის შედეგად კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო ტაძრის გადასახური სამუშაოები რომელიც 2021 წელს დასრულდა.

,,2019 წელს აქტივისტების მოთხოვნით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ფიტარეთის მონასტრის ქვის და კედლის მხატვრობის კვლევა დაიწყო, რომლის მიზანი მხატვრობის დაზიანების და ქვის დაშლის ხარისხის დადგენა იყო. მნიშნელოვანია რომ მზგავსი კვლევა ძეგლზე არასდროს ჩატარებულა.
კვლევიდან ცნობილი გახდა, რომ კედლის მხატვრობის გადარჩენა სასწრაფო ჩარევის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.

2020 წელს დაიწყო ქვის და კედლის მხატვრობის კონსერვაციის პირველი ეტაპი. ასევე ჩატარდა ტაძრის გალავნის და XV-XVI საუკუნის ბიბლიოთეკის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირება.

ძეგლზე მომუშავე სპეციალისტებისთვის აშენდა სპეციალური ბაზა და მოწესრიგდა სოფელ ტანძიიდან ფიტარეთამდე გზა, რომელიც ყოველ წელს სეზონურად იწმინდება. “- აცხადებს ,,მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის” ხელმძღვანელი ნინო ბურჭულაძე.

აღსანიშნავრა, რომ 2021 წელს დაიწყო ქვის და კედლის მხატვრობის კონსერვაციის მეორე ეტაპი. 2023 აქტივისტების და რესტავრატორების აქტიურობით კედლის მხატვრობის გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები განახლდა და ის 2024 წლის აგვისტოში დასრულდა. გადაუდებელი სამუშაოების გაგრძელებით შესაძლებელი გახდა საკურთხევლის ერთი ნაწილზეე ჯერ კიდევ არსებული მხატვრობის შენარჩუნება.

ფიტარეთში ასევე ჩატარებულია მონასტრის გალავნის და საეპისკოპოსო სახლის ნაშთების კვლევა- პროექტირება.

როგორც ნინო ბურჭულაძე განმარტავს, საზაფხულო კამპანიის ფარგლებში ასევე იგეგმება დმანისის სიონისა და მუშევანის ძეგლების გაწმენდა- დასუფთავების სამუშაოებიც.

სიახლეები

მტკიცედ ვდგავართ დამოუკიდებელი მედიის გვერდით,-ჰერჩინსკი

მტკიცედ ვდგავართ დამოუკიდებელი მედიის გვერდით და მოვუწოდებთ, შეწყდეს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ფუნდამენტურ უფლებებზე სისტემატური...

ნიკა მელიას ბრალი წარუდგინეს – პროკურატურის განცხადებით, პოლიტიკოსს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა- მას 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურის...

აქტივისტი ნინო დათაშვილი დააკავეს

აქტივისტი ნინო დათაშვილი, რომელზეც რამდენიმე დღის წინ შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, დააკავეს. შსს-ს მიერ...

ლაჩრულად კი გამაგდეს, მაგრამ ფარ-ხმალი არ დამიყრია, არ დანებდეთ! – თემურ ქათამაძის წერილი თურქეთიდან

თემურ ქათამაძე, იგივე გაფფარ ილმაზი, რომელსაც საქართველოში უკვე ბათუმელი მედროშის სახელით იცნობენ, საქართველოდან გაძევების...