მთავარისიახლეებილაჩრულად კი გამაგდეს, მაგრამ ფარ-ხმალი არ დამიყრია, არ დანებდეთ! – თემურ ქათამაძის...

ლაჩრულად კი გამაგდეს, მაგრამ ფარ-ხმალი არ დამიყრია, არ დანებდეთ! – თემურ ქათამაძის წერილი თურქეთიდან

Published on

თემურ ქათამაძე, იგივე გაფფარ ილმაზი, რომელსაც საქართველოში უკვე ბათუმელი მედროშის სახელით იცნობენ, საქართველოდან გაძევების შემდეგ, თურქეთიდან წერილს აგზავნის და ქართველებს სთხოვს, არასოდეს დანებდნენ.

ქათამაძე ასევე თხოვნით მიმართვას ადამიანებს, მისი საყვარელი ქალი, ნინო, მარტო არ დატოვონ, ვიდრე თავად საქართველოში არ დაბრუნდება.

ბათუმელი მედროშეს წერილს გამოცემა “ბათუმელები“ ავრცელებს.

ჩემო თანამებრძოლო დებო და ძმებო!

ლაჩრულად, ვერაგულად მე კი გამიტაცეს – გამაგდეს ჩემი სათაყვანებელი საქართველოდან, მაგრამ ყველამ იცოდეს, მე ფარ-ხმალი არ დამიყრია! ჯერ ადრეა დანებება! ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ისევ თქვენ გვერდით ვარ უფრო გაძლიერებული, უფრო გაბრაზებული და რაც მთავარია, სრულიად თავისუფალი!

ჩემი ბრძოლა სამშობლოსთვის აქედანაც გაგრძელდება ბოლომდე, გამარჯვებამდე! თუმცა ჩემი დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, სხვა და უფრო ეფექტიანი ფორმებით მანამ, სანამ ყველა ერთად დედა-სამშობლოში გამარჯვებას არ ვიზეიმებთ.

11 ივნისს 03:07 საათზე საქართველო-თურქეთის საზღვარზე ხმამაღლა რაც დავპირდი მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, თემურ ცერცვაძეს, ჩემი უკანონო ექსპტრადირების დამსწრეს 100-მდე [ქართველი-თურქი] მილიციელის წინაშე ჩემი მარჯვენა მუშტის მაღლა აწევით, მალე შევასრულებ იმ პირობას, როგორც „ჯინიანი ქართველი“.

ივანიშვილის რუსულ რეჟიმს: მალე გაჩვენებ სეირს!

მხოლოდ ერთი პირადი სათხოვარი მაქვს თქვენთან, ჩემი სული და გული, ჩემი ნინო [მეგობარი ქალი] მარტო დამრჩა იქ და უსინდისოებს მიზანში ჰყავთ აყვანილი. ნინო არ დამიტოვოთ უყურადღებოდ. ჩემს დაბრუნებამდე მას ეპატრონეთ, გთხოვთ.

რაც შეეხება ჩემს მთავარ სათხოვარს თქვენთან, ის ისევ უცვლელი რჩება: არასოდეს, არასოდეს არ დანებდეთ! [საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე]

თქვენი ბათუმელი მედროშე თემურ ქათამაძე.

20 ივნისი, სტამბოლი“, – წერია წერილში.

სიახლეები

გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

პარტია გახარია-საქართველოსთვის წევრებმა 26 ივნისს, პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება...

ამაში ცუდი არაფერია – კალაძე ყაველაშვილის ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლას არ გამორიცხავს

ივანიშვილის მერმა კახი კალაძემ, ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, აპირებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი...

3 წელში 30-წლიანი პარტნიორობა დაანგრია-პაპუაშვილი ფიშერზე

ალბათ, ნიშანდობლივია, რომ გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა, დამშვიდობების გარეშე. ის არც პრემიერმინისტრს, არც პრეზიდენტს...

საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული სპეცრაზმელების პროცესი მიმდინარეობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე, ასევე ზვიად მაისაშვილსა და ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის ბრალდებით...