მთავარისიახლეებიდაჟინებით მოვითხოვე მკაცრი სანქციების დაწესება რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოში დემოკრატიას ახშობს -...

დაჟინებით მოვითხოვე მკაცრი სანქციების დაწესება რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოში დემოკრატიას ახშობს – კოლსი

Published on

ევროპარლამენტი მზია ამაღლობელის და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს – რეზოლუციის დამტკიცებას ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი X-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.

„ევროპარლამენტმა ახლახან საქართველოში მედიის თავისუფლების შესახებ რეზოლუცია მიიღო. როგორც „კონსერვატორებისა და რეფორმისტების“ ჯგუფის მთავარმა მომლაპარაკებელმა ამ რეზოლუციის შესახებ, დაჟინებით მოვითხოვე ყოვლისმომცველი და მკაცრი სანქციების დაწესება საქართველოს რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოში დემოკრატიას ახშობს. ევროპარლამენტი ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას, დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ რეპრესიების დასრულებას, „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონების გაუქმებასა და ქართული დემოკრატიის აღდგენას მოითხოვს“, – წერს რიჰარდს კოლსი.

რეზოლუცია დამტკიცებულია – ევროპარლამენტი მზია ამაღლობელის და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს. დოკუმენტს 324-მა ევროდეპუტატმა დაუჭირა მხარი.

სიახლეები

“სისტემური რეპრესიების წელი” – სალომე ზურაბიშვილმა 2025 წელი შეაჯამა

სისტემური რეპრესიების წელი, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გასული წელი. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო...

4-მილიონიან ქვეყანაში 64 უნივერსიტეტის არსებობა განათლების ხარისხს აუარესებს- კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერმა უმაღლესი განათლების სისტემას არასათანადოდ აფასებს და აცხადებს, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში 64...

წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ...

მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე, ეს პატიოსანი ხალხი გაუშვით – მურთაზ ზოდელავა

მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა...