მთავარისიახლეებიევროპარლამენტი "ოცნებას" მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მათე დევიძე და ოპოზიციის ლიდერები

ევროპარლამენტი “ოცნებას” მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მათე დევიძე და ოპოზიციის ლიდერები

Published on

ევროპარლამენტი გმობს 21 წლის აქტივისტის, მათე დევიძისთვის ოთხი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთას და “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს პროევროპული აქციების მონაწილე დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავსიუფლოს.

დოკუმენტში წერია, რომ საპატიმროდან უნდა გათავისუფლდნენ პოლიტიკური ლიდერები:

გმობს 21 წლის აქტივისტ მათე დევიძისთვის ოთხი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთას და მოითხოვს მის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას, ასევე ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძის, ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას; გმობს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ქმრის სავარაუდო ძალადობრივ გატაცებას და მისი შვილების უსაფრთხოებისთვის მუქარის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას; მოუწოდებს დაუყოვნებლივ და ეფექტურად გამოიძიოს ეს ქმედებები და თავიდან აიცილოს დაუსჯელობის კლიმატი; კიდევ ერთხელ მოუწოდებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ კოორდინირებული ორმხრივი სანქციები „ქართული ოცნების“ რეჟიმისა და მისი ხელშემწყობი პირების წინააღმდეგ, მათ შორის მზია ამაღლობელის პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრების, დაკავებისა და სასამართლო პროცესის პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ, – ნათქვამია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელსაც 19 ივნისს უყრიან კენჭს.

სიახლეები

გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

პარტია გახარია-საქართველოსთვის წევრებმა 26 ივნისს, პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება...

ამაში ცუდი არაფერია – კალაძე ყაველაშვილის ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლას არ გამორიცხავს

ივანიშვილის მერმა კახი კალაძემ, ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, აპირებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი...

3 წელში 30-წლიანი პარტნიორობა დაანგრია-პაპუაშვილი ფიშერზე

ალბათ, ნიშანდობლივია, რომ გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა, დამშვიდობების გარეშე. ის არც პრემიერმინისტრს, არც პრეზიდენტს...

საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული სპეცრაზმელების პროცესი მიმდინარეობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე, ასევე ზვიად მაისაშვილსა და ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის ბრალდებით...