მთავარისიახლეებისაქართველოში დემოკრატია სუსტდება, სუვერენიტეტი რუსეთის ხელში ექცევა და ევროპიდან- რუსეთისა და ჩინეთისკენ...

საქართველოში დემოკრატია სუსტდება, სუვერენიტეტი რუსეთის ხელში ექცევა და ევროპიდან- რუსეთისა და ჩინეთისკენ მივდივართ-ზურაბიშვილი

Published on

საქართველო სამმაგი კრიზის წინაშე დგას: დემოკრატია სუსტდება; სუვერენიტეტი რუსეთის ხელში ექცევა; გეოპოლიტიკურად, ევროპიდან რუსეთისა და ჩინეთისკენ მივდივართ – და, როგორც ჩანს, არავის შეუძლია ამის გაჩერება, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის სენატში გამოსვლის შემდეგ X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

ზურაბიშვილის თქმით, “პოლიტიკური კლიმატი მკვეთრად შეიცვალა მას შემდეგ, რაც ე.წ. “პირველი რუსული კანონი” იქნა წარდგენილი, გაწვეული და ხელახლა წარდგენილი.“

ამან უხეში რიტორიკა და პირდაპირი თავდასხმები გამოიწვია ევროპელ და ამერიკელ ელჩებზე – რაც მზარდი დაძაბულობებისა და საქართველოს პარტნიორების დამცირების სიგნალი იყო.

ევროკავშირის გზიდან მთავრობის შებრუნების მიუხედავად, ქართველების 80% ჯერ კიდევ ძლიერად უჭერს მხარს ევროპულ ინტეგრაციას. ეს საზოგადოებრივი ერთგულება ეჯახება კონსტიტუციური ვალდებულებების დარღვევებს, რაც მიმდიანრე პროტესტებს იწვევს მმართველი პარტიის “რუსული კოშმარული” მიდგომის წინააღმდეგ” , -წერს ზურაბიშვილი.

მისი თქმით, “საქართველოს მმართველი რეჟიმი აქტიურად ეწინააღმდეგება ევროპულ რეკომენდაციებს და მათი ქმედებები და კანონები საგულდაგულოდ ასახავს რუსულ სახელმძღვანელოს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ჩასახშობად და პოლიტიკური ოპოზიციის გასანადგურებლად გამოიყენება“.

“ეს შემთხვევითი არ არის – ეს განზრახ ავტორიტარული გადახვევაა”, – წერს ის.

ზურაბიშვილი პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვაზე საუბრობს და ამბობს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად აღარ მოქმედებს, სამართლებრივი დევნა კი “რეჟიმის პოლიტიკური კონტროლის ინსტრუმენტი გახდა”.

საქართველოში 60 ახალგაზრდა აქტივისტი რჩება წინასწარ დაკავებაში, და მძიმე განაჩენები უკვე გამოტანილ იქნა მტკიცებულებების ნაკლებობის მიუხედავად. ამ ზაფხულს მეტი განაჩენია მოსალოდნელი, რაც ხაზს უსვამს გამძაფრებისაკენ მიმავალ პოლიტიკურ რეპრესიებს.

ეს კრიზისი უბრალოდ შიდა არ არის – ეს რუსეთის სტრატეგიის ნაწილია, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას, წარუმატებელი სამხედრო ჩარევებიდან ჰიბრიდულ ტაქტიკებზე გადასვლით, როგორებიცაა პროპაგანდა და მარიონეტი რეჟიმები.

საქართველოს მმართველი პარტია კავშირებს აღრმავებს რუსეთთან, ირანთან და ჩინეთთან, ევროკავშირისკენ ადრეულ სვლას აბრუნებს და ეკონომიკურ და ენერგეტიკულ დამოკიდებულებას ზრდის – რაც სერიოზულ შეშფოთებებს აჩენს გეოპოლიტიკასა და შავი ზღვის უსაფრთხოებაზე.

საქართველო სამმაგი კრიზის წინაშე დგას: დემოკრატია სუსტდება; სუვერენიტეტი რუსეთის ხელში იქცევა; გეოპოლიტიკურად, ევროპიდან რუსეთსა და ჩინეთისკენ მივდივართ – და, როგორც ჩანს, არავის შეუძლია ამის გაჩერება,” – წერს ზურაბიშვილი.

სიახლეები

როგორ დაიხრჩო ზღვაში მე-11 კლასელი გოგო და როგორ დაიღუპა ბიძამისი – გაგიდის ტრაგედიის დეტალები

3 აგვისტოს ტრაგედია დატრიალდა გალის რაიონის სოფელ გაგიდაში: ზღვაში ბანაობისას დაიხრჩო მე-11 კლასელი გოგო...

ენმ-ს განცხადება ლაშა ცანავასთან დაკავშირებით – მოვითხოვთ მყისიერი გამოძიების დაწყებას

ენმ განცხადებას ავრცელებს და დაკავებული ლაშა ცანავას მიერ მოთხრობილი ზეწოლის, შანტაჟისა და მუქარის შესახებ...

დათაშვილს ისევ გაუსაძლისი ტკივილი აქვს, სკამზე დიდი ხანი ვერ ჯდებოდა – ადვოკატი

საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგში მომუშავე პროფესიული თემი, შესაბამისი პროფესიული საზოგადოებები და ორგანიზაციები მასწავლებლის და...

არ მოვაწერ ხელს საპროცესო გარიგებას, ჩემს შემთხვევაში, ეს ცოცხლად დამარხვის ტოლფასია-მზია ამაღლობელი

"ჩემს შემთხვევაში საპროცესო გარიგება, ეს ცოცხლად დამარხვის ტოლფასია"- ამის შესახებ "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელმა,...