მთავარისიახლეებიევროპარლამენტში საქართველოში მედიის მდგომარეობასა და ამაღლობელის საქმეზე დებატები იგეგმება

ევროპარლამენტში საქართველოში მედიის მდგომარეობასა და ამაღლობელის საქმეზე დებატები იგეგმება

Published on

18 ივნისს ევროპარლამენტში საქართველოში მედიის თავისუფლების საკითხთან დაკავშირებით დებატები გაიმართება. განხილვის მთავარი საკითხი ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმე იქნება.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებული რეზოლუციის კენჭისყრა 19 ივნისს იგეგმება.

Euroscope-ის ინფორმაციით, რეზოლუციის ამ დროისთვის არსებულ შეჯერებულ ვარიანტში 8 პუნქტია.

ევროპარლამენტარები რეზოლუციით მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას მოითხოვენ და მკაცრად გმობენ ქართული ოცნების რეპრესიებს დემოკრატიულ ინსტიტუტების, ოპოზიციის, მედისსა და სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ.

“გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ჟურნალისტების მიმართ საქართველოში განხორციელებული თვითნებური დაკავებების, ძალადობისა და შევიწროების ფაქტების გამო, მათ შორის დისკრედიტაციის კამპანიების, სამართლებრივი დევნის, ძალადობისა და დაკავებისას გენდერზე დაფუძნებული ძალადობის გამო; მოუწოდებს ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიებები და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დაშინება და უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება და თავისუფლება”. – ციტირებს Euroscope რეზოლუციის ერთ-ერთ პუნქტს.

რეზოლუციის დრაფტის მიხედვით, რომელიც Euroscope-მა იხილა, ევროპარლამენტარები ხელისუფლებას მოუწოდებენ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი.

სიახლეები

მარნეულის მერის ძმას ბრალი წარუდგინეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფურად ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე მარნეულის მერის ძმას, ქენალ ისმაილოვს ბრალდება წარუდგინეს....

ცოფის შემთხვევის გამოვლენის გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა

"წალკაში კარანტინი გამოცხადდა. მიმდინარე წლის 6 აპრილს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წალკის მუნიციპალიტეტში (მისამართი:...

კომუნიკაციების კომისიამ იმედი, პოსტვ, TV პირველი და ფორმულა წერილობით გააფრთხილა

როგორც კომკომი წერს, ტელეკომპანიებმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონი დაარღვიეს. "კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედი“, „პოსტვ“, „ტელეკომპანია პირველი“...

ჯუანშერ ბურჭულაძეს 3 მილიონ ლარამდე ღირებულების ქონება ჩამოერთმევა

ჯუანშერ ბურჭულაძის საქმის პროკურორის, ანი ლეკიაშვილის განცხადებით, ყოფილ თავდაცვის მინისტრს 3 მილიონ ლარამდე ღირებულების...