მთავარისიახლეებიანტონ ჩეჩინზე პენიტენციურის თანამშრომლებმა ფიზიკურად იძალადეს - ადვოკატი

ანტონ ჩეჩინზე პენიტენციურის თანამშრომლებმა ფიზიკურად იძალადეს – ადვოკატი

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული ანტონ ჩეჩინის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმეს დაურთო სახალხო დამცველის წარმომადგენლის შეფასება, სადაც წერია, რომ ჩეჩინზე პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა ფიზიკურად იძალადეს.

“სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ანტონ ჩეჩინი პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა და აღნიშნა, რომ 6 ივნისს პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მხრიდან, ჩეჩინის მიმართ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

ასევე, წარმოდგენილი ოქმით დასტურდება, რომ ანტონ ჩეჩინს ჩალურჯებების სახით ძალადობის კვალი აღენიშნებოდა, რის გამოც ის ძლიერ ფიზიკურ ტკივილს განიცდიდა”. – თქვა ჩეჩინის ადვოკატმა, გიორგი ჩხეიძემ სასამართლო სხდომაზე.

დღევანდელ სხდომაზე ჩეჩინის ადვოკატმა აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლაც მოითხოვა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

ადვოკატის თქმით, მოსამართლემ ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ ასეთ ქმედებებს პერიოდული ხასიათი არ აქვს და ის, შესაძლოა, ერთჯერადი ყოფილიყო.

ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს სახლთან დააკავეს. მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას ედავებიან, რაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ჩეჩინი ბრალს არ აღიარებს.

სიახლეები

მარნეულის მერის ძმას ბრალი წარუდგინეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფურად ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე მარნეულის მერის ძმას, ქენალ ისმაილოვს ბრალდება წარუდგინეს....

ცოფის შემთხვევის გამოვლენის გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა

"წალკაში კარანტინი გამოცხადდა. მიმდინარე წლის 6 აპრილს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წალკის მუნიციპალიტეტში (მისამართი:...

კომუნიკაციების კომისიამ იმედი, პოსტვ, TV პირველი და ფორმულა წერილობით გააფრთხილა

როგორც კომკომი წერს, ტელეკომპანიებმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონი დაარღვიეს. "კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედი“, „პოსტვ“, „ტელეკომპანია პირველი“...

ჯუანშერ ბურჭულაძეს 3 მილიონ ლარამდე ღირებულების ქონება ჩამოერთმევა

ჯუანშერ ბურჭულაძის საქმის პროკურორის, ანი ლეკიაშვილის განცხადებით, ყოფილ თავდაცვის მინისტრს 3 მილიონ ლარამდე ღირებულების...