მთავარისიახლეებიაჩვენეთ სიმართლე თქვენს მაყურებელს-ანდრო ჭიჭინაძის მიმართვა სამთავრობო მედიებს

აჩვენეთ სიმართლე თქვენს მაყურებელს-ანდრო ჭიჭინაძის მიმართვა სამთავრობო მედიებს

Published on

სინდისის პატიმარი ანდრო ჭიჭინაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს და იმ მედიასაშუალებებს მიმართავს, რომლებიც მისი თქმით, ცდილობენ საზოგადოებას სიმართლე დაუმალონ.

წერილში, რომელსაც მისი ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს, ჭიჭინაძე ამბობს, რომ მათ არაფერი აქვთ დასამალი და ტელეკომპანია “იმედს“ და “რუსთავი 2“ -ს მოუწოდებს, გააშუქონ თითოეული სიტყვა პროცესებიდან და თითოეული დოკუმენტი მათი სისხლის სამარათლის საქმიდან.

“პირველი არხი მარტივად მიხვდებოდით რომ თქვენც გეხებათ ყველა ზემოთ აღნიშნული სიტყვა“,- წერს ჭიჭინაძე

მოგმართავთ ტელევიზიებს, რომლებიც ცდილობთ სიმართლე დაუმალოთ საზოგადოებას.

ბოლო თვეების განმავლობაში თვალს ვადევნებ სამთავრობო არხებს. მაინტერესებს ჩვენი საქმიდან გადმომდინარე, ზოგადად როგორ მუშაობს პროპაგანდა.

მედია, რომელსაც აქვს ამბიცია, ერქვას ტელევიზია – ან არ აშუქებს ან მიკერძოებულად აშუქებს ქვეყნისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სასამართლო პროცესს.

ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი! გააშუქეთ თითოეული დოკუმენტი და თითოეული სიტყვა პროცესებიდან და სისხლის სამართლის საქმიდან. ეს მხოლოდ დაადასტურებს ჩვენს სიმართლეს.

TV Imedi და Rustavi 2 • რუსთავი 2 – მოგმართავთ, რომ ამისთვის არსებობს იდეალური საშუალება, რომ თქვენს სოციალური მედიის გვერდზე გააშუქოთ პროცესები ლაივ რეჟიმით ან მოგვიანებით უწყვეტი კადრით (თუ ლაივ რეჟიმში გაშუქებაზე არ ხართ თანახმა). დარწმუნებული ვარ, უარს არ იტყვით რომ თქვენს მაყურებელსაც აჩვენოთ სიმართლე.

პ.ს. პირველი არხი მარტივად მიხვდებოდით რომ თქვენც გეხებათ ყველა ზემოთ აღნიშნული სიტყვა,- წერს ჭიჭინაძე წერილში.

სიახლეები

ლატვიის საგარეო- არჩევნებს არ შეიძლება ეწოდოს არც თავისუფალი და არც დემოკრატიული

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნები არ იყო არც თავისუფალი და არც...

ევროკავშირი საერთოდ არ არის საინტერესო-კალაძე

კახა კალაძისთვის, "ევროკავშირი საერთოდ არ არის საინტერესო". „კალასი და კოსი ვერ გიშველით“ - უთხრა...

ამოღებულია 91 შეკვრა მარიხუანა – შსს-მ თურქეთის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული...

ამყალბებდნენ მართვის, პირადობისა და ბინადრობის მოწმობებს – ბათუმში ორი პირი აიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა...