მთავარისიახლეებიე.წ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას არ განვიხილავთ - ხოშტარია

ე.წ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას არ განვიხილავთ – ხოშტარია

Published on

ე.წ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას არ განვიხილავთ, რეჟიმთან არ ვითანამშრომლებთ, – ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თქვა, რომ ოპოზიცია ახლა პრინციპულ ბრძოლაშია და ის პუნქტები ჩამოთვალა, რომლის შესრულებაც “ოცნების” ხელისუფლების შესაცვლელად არის მნიშვნელოვანი. მისი თქმით, საჭიროა საერთო ეროვნული პროტესტის გაგრძელება და ასევე ოპოზიციის საერთო სტრატეგიის გარშემო გაერთიანება.

კოალიცია „ცვლილებისთვის“ არის ერთ მუშტად შეკრული და განაგრძობს ბრძოლას რუსულ რეჟიმთან. განაგრძობს იმ შემართებით, რომელიც ჩვენ ვახეთ ჩვენი სამი ლიდერისგან : ზურა ჯაფარიძისგან, ნიკა მელიასან და ნიკა გვარამიასგან. მათ საკუთარი პრინციპული გადაწყვეტლებით, რომ არაფრის ფასად არ ითანამშრომლონ რეჟიმთან, ისინი დღეს არიან პატიმრობაში.

ეს არის ბრძოლის ნაწილი, იმიტომ, რომ რეჟიმთან თანამშრომლობა აძლიერებს და ახანგძლივებს ამ რეჟიმს. შესაბამისად, ისინი შიგნიდან, ჩვენ გარედან ვაგრძელებთ ამ პრინციპულ ბრძოლას.

პრინციპული ბრძოლა დგას სამ რამეზე:

ერთი, ეს არის საერთო ეროვნული პროტესტი, რომელიც უნდა გაძლიერდეს და ყველა აქტივისტმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ, კოალიცია, ვართ მათ გვერდში. ყველა პოლიტპატიმარმა უნდა იცოდეს, რომ ვართ მათ გვერდში და გავაგრძელებთ მათი უფლებებისთვის ბრძოლას.

მეორე – ეს არის პოლიტიკური ერთიანობა, პოლიტიკური სპექტრის, ოღონდ ერთიანობა სტრატეგიული ამოცანის გარშემო, რეჟიმთან ართანამშრომლობის გარშემო. ამ ერთიანობას დღეს აქვს გამოწვევა, ეს არის ე.წ. ადგილობრივი თვითმმართელობის არჩევნები, რუსული რეჟიმის მიერ მოფიქრებული, გამოგონიი, ყალბი პროცესი.

ამიტომ, მე დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, პრეზიდენტთან ერთად, „ლელოსთან“ ერთად, ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, ჩვენ დავხურავთ ამ ფურცელს და ზუსტად ისევე პრინციპულად, როგორც პარლამენტში არშესვლით, კომისიათან ართანამშრომლობით დაიხურება ეს ყალბი თვითმმართველობის თემა და ვიქნებით ერთიანები ამ ბრძოლაში.

სწორედ ამ ართანამშრომლობით, არლეგეტიმაციით ამ რეჟიმის ჩვენ მივაღწევთ როგორც შიდა, ასევე გარე ზეწოლას რეჟიმზე, რაც საბოლოო ჯამში, მათ ჩამოშლის.

ჩვენ გუშინ ვნახეთ კვლევები, რომელიც ადასტურებს, რომ მაგალიტად, თბილისში 70% არის წინააღმდეგი ამ ყალბი პროცესის.

ამიტომ, მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ამ ბრძოლაში, სადაც ჩვენმა ლიდერებმა პრინციპული ნაბიჯი გადადგეს, კოალიცია „ცვლილებისთვის“ დგას ძალიან პრინციპულად, ერთ მუშტად შეკრული და ერთგული იმ ბრძოლის, რაც არის რუსების დამარცხება ჩვენს ქვეყანაში, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

სიახლეები

სიცრუისა და პროპაგანდის არხი მალე გაქრება – ისრაელი ირანის სახელმწიფო ტვ-ს დაბომბავს –

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი ირანის დედაქალაქის მე-3 რაიონში არსებული სახელმწიფო ტელევიზიის შენობის დაბომბვა-განადგურებას...

ანტონ ჩეჩინზე პენიტენციურის თანამშრომლებმა ფიზიკურად იძალადეს – ადვოკატი

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული ანტონ ჩეჩინის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. მოსამართლე ჯვებე...

რუსულ ავიალაინერს, რომელიც მოსკოვიდან ბათუმში მოფრინავდა, მარჯვენა ძრავის საფარი მოსძვრა

რუსულ ტელეგრამ-არხებზე იუწყებიან, რომ ავიაკომპანია „აზიმუტის“ Russian Sukhoi Superjet-100-ის ტიპის რუსულ სამგზავრო ავიალაინერს მოსკოვის...

აჩვენეთ სიმართლე თქვენს მაყურებელს-ანდრო ჭიჭინაძის მიმართვა სამთავრობო მედიებს

სინდისის პატიმარი ანდრო ჭიჭინაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს და იმ მედიასაშუალებებს მიმართავს, რომლებიც მისი თქმით,...