მთავარისიახლეებიუნდა შედგეს მამაპაპური გინების პეტიცია და ათასობით ადამიანმა მოვაწეროთ ხელი – რომან...

უნდა შედგეს მამაპაპური გინების პეტიცია და ათასობით ადამიანმა მოვაწეროთ ხელი – რომან გოცირიძე

Published on

სოციალურ ქსელში პოლიტიკოსების მისამართით გამოთქმული შეფასებითი პოსტების, მათ შორის გინების აკრძალვის წინააღმდეგ თავის პოზიციას რომან გოცირიძეც აფიქსირებს და ამბობს, რომ გინების პეტიცია უნდა შეიქმნას, კონკრეტული ადრესატების მითითებით, რომელსაც ათეულობით ათასი მოაწერს ხელს, რის შემდეგაც სამართლებრივი წარმოების პროცესი ფარსად იქცევა.

“უნდა შედგეს კარგი მამა-პაპური გინების ტექსტი, ჩამოთვლილი უნდა იყოს ადრესატები, ალბათ დაახლოებით ასამდე მონა და გავრცელდეს ინტერნეტით პეტიციის ფორმით, რომელსაც ხელს მოაწერს ასეულ ათასობით ადამიანი. სდიონ მერე ყველას:)

მათ მიერ მიღებული კანონები უკანვე უნდა შევუბრუნოთ:
-ტვ იმედის და სხვა პროპაგანდისტული არხების “უკანონო” გამონათქვამებზე უნდა შევიდეს ასობით საჩივარი მარეგულირებელ კომისიაში,
-ქოცების მიერ კონკრეტული პირებისადმი გამოთქმული და დაწერილი უცენზურო(შეურაცმყოფელი) გამონათქვამები უნდა გასაჩივრდეს.

ფარსად უნდა ვუქციოთ ეს პროცესი, ცოტა კრეატიულობა უნდა გამოვიჩინოთ”, – წერს რომან გოცირიძე.

სიახლეები

აქტივისტების თქმით, “ქართული ოცნების” მიზანია პროტესტი საბოლოოდ ჩაახშოს

უწყვეტი პროტესტის მონაწილეები "ქართული ოცნების" მიერ "შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ" კანონმდებლობაში ინიცირებულ ცვლილებებს ეხმიანებიან,...

BBC-ის ბოდიშის მოხდა მოუწევს – კობახიძე

"ოცნება" აპირებს BBC-ის ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიაში უჩივლოს - ცოტა ხნის წინ, ირაკლი კობახიძემ მედიას...

პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს. როგორც მან დღევანდელ სასამართლო...

კარცერში ვარ ფაქტობრივად – მურთაზ ზოდელავა

კარცერში ვარ ფაქტობრივად - ამ სიტყვებით მიმართა სასამართლოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ და...