მთავარისიახლეებიუკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

Published on

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი პარტიზანების“ მეთაურის, დავით ქუქჩიშვილის ცხედარს, რომელიც ხარკოვის მიმართულებით მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, დავით ქუქჩიშვილთან ერთად საქართველოში ჩამოასვენებენ კიდევ ორ ქართველ მებრძოლს – გიორგი დამენიასა და იგორ ბეკურაშვილს, რომლებიც 25 ივნისს აღმოსავლეთის ფრონტზე დაიღუპნენ.
მანამდე კიევის მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ოქროსგუმბათიან მონასტერში ქართველი მებრძოლების სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, სადაც მათ პატივს ოჯახის წევრები, თანამებრძოლები და მოქალაქეები მიაგებენ.

სიახლეები

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...