მთავარისიახლეებიკობახიძე ტუსკის განცხადებაზე- მუქარაა ქართველი ხალხის მიმართ

კობახიძე ტუსკის განცხადებაზე- მუქარაა ქართველი ხალხის მიმართ

Published on

გუშინ ჩვენ პოლონეთის პარლამენტში მოვისმინეთ რეალურად მუქარა ქართველი ხალხის მიმართ, რაც, ბუნებრივია, არ აისახება ევროპული ბიუროკრატიის იმიჯზე დადებითად საქართველოში.

მე იმედი მაქვს, რომ მომავალში დამოკიდებულება შეიცვლება. არ შეიძლება ასე ემუქრებოდნენ ქართველ ხალხს იმის გამო, რომ ვიღაცებს არ მოსწონთ ქართველი ხალხის არჩევანი.

[…] მე ვფიქრობ, რომ ეს არის შანტაჟი, რომელიც გათვლილია იმაზე, რომ პროცესები სხვა მიმართულებით განვითარდეს ქვეყანაში, თუმცა, რეალურად, ყველა ხედავს, რომ ასეთი შანტაჟი, რომელიც უკვე მრავალი წელია გრძელდება, არ მოქმედებს ქართველ ხალხზე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ზოგადად, შანტაჟი შანტაჟად დარჩება, თუმცა ასეც და ისეც, ეს მუქარები არის ძალიან დასანანი და სამწუხარო.

ამბობს ივანიშვილის წარმომადგენელი ირაკლი კობახიძე პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებასთან დაკავშირებით.

ტუსკის თქმით, EU-ს ქვეყნებთან ლობირებს, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს.

სიახლეები

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...

ელენე ხოშტარიას მკურნალობის პროცესის დასაგეგმად ექიმების კონსილიუმი შეიკრიბება

ელენე ხოშტარიას მკურნალობის პროცესში შესაძლოა უცხოელი ექიმებიც ჩაერთონ - ამის შესახებ "პირველებთან" კოალიცია “ცვლილებისთვის“...

სასკოლო წიგნების ყდებზე ეროვნული ღირებულებები იქნება წარმოჩენილი-მიქანაძე

კონცეფცია იცვლება, ყდებზე ეროვნული ღირებულებები იქნება წარმოჩენილი. მოგიყვანთ მარტივ მაგალითს, ქიმიის სახელმძღვანელოს ყდაზე იქნება ქართული...

“ სკოლის ფორმებს საზოგადოება მიესალმება, ფასს უახლოეს დღეებში დავადგენთ” – მიქანაძე

ივანიშვილის განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის მტკიცებით, სასკოლო ფორმებს "საზოგადოება მიესალმება". მიქანაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში...