მთავარისიახლეები"აგენტურა ვეღარ ფინანსდება", ასეთი განცხადებაა – მდინარაძე ბრიტანეთის საელჩოზე

“აგენტურა ვეღარ ფინანსდება”, ასეთი განცხადებაა – მდინარაძე ბრიტანეთის საელჩოზე

Published on

ივანიშვილის წარმომადგენელი მამუკა მდინარაძე ბრიტანეთის საელჩოს გამოეხმაურა და თქვა, რომ ასეთი განცხადება “გარკვეული თავდასხმაა” საელჩოს მხრიდან, რაც “ზიანს აყენებს სახელმწიფოს”.

“”დემოკრატია საფრთხეშია, აგენტურა ვეღარ ფინანსდება”, დაახლოებით ამას ჰგავდა ეს განცხადება, რაც სამწუხაროა ბრიტანეთის საელჩოსგან. არის წესები, რომლებსაც ადგენს ქვეყანა, ამ წესებს ძალიან მალე დავადგენთ, და იცით, მიმდინარე პროცესია და როდესაც რამდენიმე დღეში კანონი უნდა ამოქმედდეს და ამის თანახმად, შეგიძლია, მიმართო ხვალ თუ ზეგ მთავრობას და თანხმობა მიიღო, თუ კეთილშობილური მიზნები ამოძრავებს გრანტის გამცემს, და რამდენიმე დღით ასწრებ და ზიანს აყენებ სახელმწიფოს, ახორციელებ გარკვეულ თავდასხმას საელჩოს მხრიდან – ეს არის ძალიან ცუდი რამ, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ. ზუსტად რომ იცი, რომ რამდენიმე დღეში შესაბამისი ნორმა იქნება და დღეს ამბობ, რომ საშინელება ხდება, ეს არის ძალიან ცუდი რამ, რაც შეუძლია ბრიტანეთის თუ ნებისმიერ სხვა საელჩოს გააკეთოს.”.- თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ბრიტანეთის საელჩომ საქართველოში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ოცნების მიერ ინიცირებული კანონის გამო, გრანტების დამტკიცების პროცედურები ჯერ არ არის დასრულებული, რის შესახებაც ქართულმა ოცნებამ საელჩოს აცნობა.

საელჩოს ინფორმაციით, “ამ გაურკვევლობის გამო”, გააუქმეს დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას”.

ცნობისთვის, ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება, ამასთან დაკავშირებით ცვლილებები გრანტების შესახებ კანონში შევიდა.

ცვლილების შეტანას მიხეილ ყაველაშვილმა ხელი 16 აპრილს მოაწერა. ივანიშვილის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეჟიმის ნებართვის გარეშე უცხოური გრანტის მიღების აკრძალვას მესამე მოსმენით მხარი ამავე დღეს დაუჭირეს. კანონპროექტის მომხრე ივანიშვილის 82 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი კი არცერთი.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე აღნიშნული ცვლილებების წარდგენა 7 აპრილს მოხდა, კანონპროექტი დაჩქარებული წესით 16 აპრილს მიიღეს.

კანონპროექტის მიხედვით, მთავრობის მიერ გრანტის გაცემის თაობაზე თანხმობის გაცხადებისთვის 10-დღიანი ვადა განისაზღვრება. მთავრობის გადაწყვეტილების გასაჩივრება მის მოქმედებას არ გააჩერებს.

ამავე ცვლილებებით, აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს. აკრძალული გრანტის მიღება გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით.

მთავრობის სავალდებულო თანხმობის წესი არ ვრცელდება მხოლოდ საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციის და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემაზე, საქართველოს საზღვრებს გარეთ საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებისთვის და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ სტიპენდიაზე და ასევე, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გრანტის მიღებაზე.

თანხმობის შემდეგ მიზნის შეცვლა ჩაითვლება თანხმობის გარეშე გაცემულ გრანტად – გორდულაძე
ამასთან ერთად, თუკი გრანტის მიღებაზე მთავრობის თანხმობის გაცემის შემდეგ შეიცვლება გრანტის მიზანი ან თუკი მიმღები უმიზნოდ დახარჯავს აღნიშნულ თანხას, ამ შემთხვევაში თანხმობის გარეშე გაცემულ გრანტად ჩაითვლება და დადგება პასუხისმგებლობის

სიახლეები

როგორ დაიხრჩო ზღვაში მე-11 კლასელი გოგო და როგორ დაიღუპა ბიძამისი – გაგიდის ტრაგედიის დეტალები

3 აგვისტოს ტრაგედია დატრიალდა გალის რაიონის სოფელ გაგიდაში: ზღვაში ბანაობისას დაიხრჩო მე-11 კლასელი გოგო...

ენმ-ს განცხადება ლაშა ცანავასთან დაკავშირებით – მოვითხოვთ მყისიერი გამოძიების დაწყებას

ენმ განცხადებას ავრცელებს და დაკავებული ლაშა ცანავას მიერ მოთხრობილი ზეწოლის, შანტაჟისა და მუქარის შესახებ...

დათაშვილს ისევ გაუსაძლისი ტკივილი აქვს, სკამზე დიდი ხანი ვერ ჯდებოდა – ადვოკატი

საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგში მომუშავე პროფესიული თემი, შესაბამისი პროფესიული საზოგადოებები და ორგანიზაციები მასწავლებლის და...

არ მოვაწერ ხელს საპროცესო გარიგებას, ჩემს შემთხვევაში, ეს ცოცხლად დამარხვის ტოლფასია-მზია ამაღლობელი

"ჩემს შემთხვევაში საპროცესო გარიგება, ეს ცოცხლად დამარხვის ტოლფასია"- ამის შესახებ "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელმა,...