მთავარისიახლეები“გაძევება კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდა”, – შსს თემურ ქათამაძის შესახებ

“გაძევება კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდა”, – შსს თემურ ქათამაძის შესახებ

Published on

შსს ბათუმის აქციების მედროშის თემურ ქათამაძის ქვეყნიდან გაძევებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე განმარტავს, რომ “გაძევება საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით” მოხდა მას შემდეგ, რაც მან (თემურ ქათამაძემ) უარი თქვა ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვებაზე.

“ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მისი გაძევება მოხდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით. სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად. ამასთან, გაცნობებთ, რომ აღნიშნული პირის საქმესთან დაკავშირებით, სასამართლოს 8 სხვადასხვა ინსტანციაში ჩატარდა განხილვები და სასამართლომ სრულად გაიზიარა შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის პოზიციები. ასევე, დაცვის მხარემ დროებითი ღონისძების მოთხოვნით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელმაც მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. გაფარ ილმაზმა არ ისარგებლა ქვეყნის ნებაყოფლობითი დატოვების შესაძლებლობით, შესაბამისად, მისი გაძევება იძულების წესით მოხდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისდა”, – განაცხადა დარახველიძემ.

შეგახსენებთ, რომ “სოციალური სამაღთლიანობის ცენტრის” ინფორმაციით, თემურ ქათამაძეს თურქეთში პატიმრობა ემუქრება.

სიახლეები

აქტივისტების თქმით, “ქართული ოცნების” მიზანია პროტესტი საბოლოოდ ჩაახშოს

უწყვეტი პროტესტის მონაწილეები "ქართული ოცნების" მიერ "შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ" კანონმდებლობაში ინიცირებულ ცვლილებებს ეხმიანებიან,...

BBC-ის ბოდიშის მოხდა მოუწევს – კობახიძე

"ოცნება" აპირებს BBC-ის ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიაში უჩივლოს - ცოტა ხნის წინ, ირაკლი კობახიძემ მედიას...

პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს. როგორც მან დღევანდელ სასამართლო...

კარცერში ვარ ფაქტობრივად – მურთაზ ზოდელავა

კარცერში ვარ ფაქტობრივად - ამ სიტყვებით მიმართა სასამართლოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ და...