მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ხარება" გადააყენეს - მის ადგილს რომან ქარცივაძე იკავებს

“ხარება” გადააყენეს – მის ადგილს რომან ქარცივაძე იკავებს

Published on

სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილი, იგივე ხარება თანამდებობიდან გაუშვეს, – შსს ინფორმაციას ადასტურებს. “ხარებას” ადგილს რომან ქარცივაძე დაიკავებს:

“ცვლილება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს შეეხო – აღნიშნული დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე რომან ქარცივაძე დაინიშნა” – წერია შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, “ხარება” და მას დაქვემდებარებული სპეცრაზმი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა დემონსტრანტების მიმართ, თავად ზვიად ხარაზიშვილი კი არც ბილწსიტყვაობას და პირად ანგარიშსწორებას ერიდებოდა. ყოფილა შემთხვევები, როცა “ხარება” დემონსტრანტებს პირდაპირ მანქანაში დამონტაჟებული ხმამაღლა მოლაპარაკე მოწყობილობით, უშვერად აგინებდა.

“ხარება” ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც აშშ-მ და სხვა ქვეყნებმა დაასანქცირეს.

სიახლეები

მარნეულის მერის ძმას ბრალი წარუდგინეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფურად ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე მარნეულის მერის ძმას, ქენალ ისმაილოვს ბრალდება წარუდგინეს....

ცოფის შემთხვევის გამოვლენის გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა

"წალკაში კარანტინი გამოცხადდა. მიმდინარე წლის 6 აპრილს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წალკის მუნიციპალიტეტში (მისამართი:...

კომუნიკაციების კომისიამ იმედი, პოსტვ, TV პირველი და ფორმულა წერილობით გააფრთხილა

როგორც კომკომი წერს, ტელეკომპანიებმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონი დაარღვიეს. "კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედი“, „პოსტვ“, „ტელეკომპანია პირველი“...

ჯუანშერ ბურჭულაძეს 3 მილიონ ლარამდე ღირებულების ქონება ჩამოერთმევა

ჯუანშერ ბურჭულაძის საქმის პროკურორის, ანი ლეკიაშვილის განცხადებით, ყოფილ თავდაცვის მინისტრს 3 მილიონ ლარამდე ღირებულების...