მთავარისიახლეებიპოლიტიკაგრიგოლ ვაშაძე: ,,ვიღაცის რეკომენდაციით „ჯიპას“ რექტორის არჩევა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე ამით...

გრიგოლ ვაშაძე: ,,ვიღაცის რეკომენდაციით „ჯიპას“ რექტორის არჩევა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე ამით მთავრდება“

Published on

 
უნდა შევიგნოთ რიგითმა მოქალაქეებმა, რომ ვიღაცის რეკომენდაციით „ჯიპას“ რექტორის პრეზიდენტად არჩევა ამ შედეგით სრულდება – ასე ეხმაურება გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტის განცხადებას, სადაც მარგველაშვილმა რუსეთის პრეზიდენტთან რაციონალური დიალოგის მზაობა გამოთქვა.
 
ვაშაძის თქმით, თუ მარგველაშვილის განცხადება კულუარებში ამ საკითხზე უკვე დაწყებულ მუშაობასთან არ არის კავშირში და ეს განცხადება მის პირად ინიციატივას უკავშირდება, კრემლისთვის ბევრად მომგებიანი აღმოჩნდება. გრიგოლ ვაშაძე ფიქრობს, რომ ასეთ შემთხვევაში რუსეთის ხელისუფლება მარგველაშვილის განცხადებას გამოიყენებს იმის დასტურად, რომ საქართველოს ხელისუფლება კავკასიაში არსებულ „ახალ რეალობას“ აღიარებს.
 
„რაში სჭირდება კრემლს დღევანდელი კონსტიტუციით დღევანდელი პრეზიდენტი, მითუმეტეს მარგველაშვილი და მითუმეტეს ოქტომბერში წამსვლელი. ეს არაფრით არ დამთავრდება და სრულიად გაუგებარია რითი მივა საქართველოს წარმომადგენელი, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ამ შეხვედრაზე, ინტერესები არის სრულიად შეუთავსებელი. თუ ასეთი კულუარული მუშაობა არ მიმდინარეობდა კიდევ უკეთესი კრემლისთვის.
 
"იქნება განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროსი ან კარასინის, რომელიც იტყვის, რომ ხომ ხედავთ საქართველოში საღი აზრი იმარჯვებს და როგორც იქნა ეს ქვეყანა თავისი წარმომადგენლების პირით ამბობს, რომ დრო არის აღიარონ ის ახალი რეალობა, რომელიც სამხრეთ კავკასიაში შეიქმნა. ასედაც კარგია კრემლისთვის, ისედაც კარგია კრემლისთვის.
 
"ჩვენ კიდევ როგორც რიგითმა  მოქალაქეებმა, კიდევ უნდა შევიგნოთ, რომ ვიღაცის რეკომენდაციით „ჯიპას“ რექტორის არჩევა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე ამით მთავრდება“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ..

სიახლეები

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...