მთავარისიახლეები"საქმე, რომელსაც განიხილავთ, გაყალბებულია, არის ცრუ ჩვენებები და ოქმიც გაყალბებულია... კარგი იქნება,...

“საქმე, რომელსაც განიხილავთ, გაყალბებულია, არის ცრუ ჩვენებები და ოქმიც გაყალბებულია… კარგი იქნება, თუ სასამართლო მოგვცემს საშუალებას, ჩემი უკანონო დაკავება დავამტკიცო” – ამაღლობელი

Published on

ბატონო მოსამართლევ, საქმე რომელსაც განიხილავთ, მინდა გითხრათ, რომ გაყალბებულია. საქმეში არის ცრუ ჩვენებები და ოქმიც არის გაყალბებული. ამ საქმეში რეალობა არის მხოლოდ ის, რომ სტიკერი ნამდვილად დავაკარი, სრულიად გააზრებულად… კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები არ ჩამიდენია, არც მოწოდებები იყო, ამას ადგილი არ ჰქონდა უბრალოდ. ასევე, იყო საუბარი იმაზე, რომ პოლიციის თანამშრომლებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფასო, ესეც სიცრუეა, იქ ძალიან ბევრი კამერა მუშაობდა და უდავოდ ვერ ნახავენ კადრს ან ადამიანს, თუ არ ჩავთვლით ცრუ ჩვენებებს, რომ მე ამ სიტყვებს გამოვიყენებდი. ზოგადად, არც დახურულ სივრცეში და ასე ვთქვათ, არც საჯაროდ სიტყვიერი შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია, არათუ პოლიციელისთვის. კარგი იქნება, თუ სასამართლო მოგვცემს საშუალებას, რომ ჩემი უკანონო დაკავება დავამტკიცო”.

– განაცხადა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას.

 

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...