მთავარისიახლეებიპოლიტიკათეა წულუკიანი: მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა სავარაუდოდ დეკემბერში შეუწყდება

თეა წულუკიანი: მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა სავარაუდოდ დეკემბერში შეუწყდება

Published on

  იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა სავარაუდოდ დეკემბერში შეუწყდება.  მისი თქმით, ოდესის გუბერნატორს შესაბამისი წერილი უკვე ჩაბარდა, პროცედურები ამ საკითხზე დეკემბრიდან ამოქმედდება და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შესაბამისი დასკვნა წარედგინება.

„რამდენიმე დღის წინ ოდესაში. ჩაბარებიდან აითვლება 4 კვირიანი ვადა, იმისთვის, რომ მან, როგორც ეს არის ქართული კანონით დადგენილი წესი, მხარის თავისი პოზიცია წარმოადგინოს ამ საკითხთან დაკავშირებით, დეკემბრის პირველ რიცხვებში ჩვენ უკვე შეწყვეტის შესახებ დასკვნას წარვუდგენთ საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას,“ – აღნიშნა თეა წულუკიანმა.  

სიახლეები

ძმები ფეიქრიშვილების დედა ივანიშვილს მიმართავს

დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და...

მათი დღეები დათვლილია! – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ სუბიექტურად უფრო მომგებიანი იქნებიდა არსებული პოლიტიკური სპექტრისა...

დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული – ადვოკატი

ტყუპების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ადვოკატი პაატა გოგიაშვილი „პირველებთან“ საუბარში აცხადებს, რომ დავით ფეიქრიშვილი...

პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება – TI

კონსტიტუციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია, ვერ აკმაყოფილებს...