მთავარისიახლეებიპოლიტიკაროგორ გააგრძელა მიხეილ სააკაშვილმა მიუნჰენის კონფერენციის შემაჯამებელი სადილით კიევში იძულებით შეწყვეტილი...

როგორ გააგრძელა მიხეილ სააკაშვილმა მიუნჰენის კონფერენციის შემაჯამებელი სადილით კიევში იძულებით შეწყვეტილი საუზმე და რატომ ,,მიჯირყვნეს” პეტრო პოროშენკო ამ საერთაშორისო ფორუმზე

Published on

მიუნჰენის საერთაშორისო კონფერენციაზე პეტრო პოროშენკოს აშკარა ბოიკოტით შეხვდნენ – იგი ფაქტობრივად ცარიელ დარბაზში გამოვიდა სიტყვით და არც სამუშაო და არც არაოფიციალურ შეხვედრებზე გაკარებია ვინმე. არ მიიწვიეს იგი კონფერენციის შემაჯამებელ სადილზეც და იქ უკრაინას მის ნაცვლად მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენდა. ამ მნიშვნელოვანი ფორუმის მონაწილეემა პოროშენკოს არ აპატიეს,  თუ რა უღირსად მოექცა იგი მათ კოლეგას – მიხეილ სააკაშვილს. 
 
უკრაინის მართულ მედიას  არ გაუვრცელებია ინფორმაცია იაზე, თუ როგორ გააგრძელა კიევში იძულებით შეწყვეტილი საუზმე  მიხეილ სააკაშვილმა მიუნჰენის კონფერენციის შემაჯამებელი სადილით და რატომ ,,მიჯირყვნეს'' პეტრო პოროშენკო ამ საერთაშორისო ფორუმზე.
 
ამის მიზეზებს ხსნის ჟურნალისტი ანდრეი კაპუსტინი.
 
,,თუ უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას გრიპი და წითელა უტევს, უკრაინის სახელისუფლებო მედიასაშუალებების მფლობელთა უმრავლესობას ,,припездинит’’ – ი დაერია. წერს ანდრეი კაპუსტინი – სხვას ვერაფერს იტყვი მას შემდეგ, რაც ისინი დადუმდნენ იმაზეც,  თუ რა აპლოდისმენტებითა და ფეხზეადგომით შეხვდნენ იულია ტიმოშენკოს გამოსვლას ტრამპის მიერ გამართულ წვეულ საუზმეზე, ახლა კი იმაზეც, რომ მიხეილ სააკაშვილი მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციის მონაწილეთა  დასკვნით სადილზე  იმყოფებოდა ორგანიზატორთა მიწვევით.  და ეს მაშინ, როცა უკრაინის ხელისუფლების მეთაურს ამ კონფერენციაზე სამარცხვინოდ ცარიელ დარბაზში მოუხდა გამოსვლა. 
 
 
 
და აი, სადილზეც  გაცხადდა ამ მნიშნელოვან საერთაშორისო ფორუმზე  პოროშენკოს იგნორირების მიზეზი –  წამყვანმა ტრაპეზზე მიხეილ სააკაშვილის წარდგენისას იხუმრა, რომ მას აქ ნამდვილად ნამდვილად დააცლიან ბოლომდე მიირთვას სადილი
პოროშენკომ დაიმსახურა და ღირსი იყო ამ გადაკრული საყვედურისა.
 
 კონფერენციის მონაწილეებმა ნახეს  ვიდეო ჩანაწერი, რომელზედაც  აშკარად ჩანს,  თუ როგორ მიათრევდნენ  კამუფლაჟიანი, შეიარაღებული  ჯეელები მათ კოლეგას, საქართველოს ექსპრეზიდენტს კიევის რესტორნიდან გაურკვეველი მიმართულებით…
 
 
უკრაინა უკვე იმკის  პოროშენკოს სამარცხვინო ქმედების – ,,სააკაშვილის რეადმისიის’’  შედეგებს.  რასაც იგი გვპირდებოდა კიდეც. 
 
მაგრამ უკრაინის მედიამ  დაუმალა ეს  ამბავი ქვეყნის მოსახლეობას, დაუმალა, ვინ წარმოადგენდა ან რატომ არ წარმოადგენდა უკრაინას  კონფერენციის შემაჯამებელ სადილზე. ''  – წერს ანდრეი კაპუსტინი.
 

სიახლეები

ტელეწამყვანი ვახო სანაია დააკავეს

ტელეწამყვანი ვახო სანაია დააკავეს  სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ პოლიციელების მისვლას ის საცხოვრებელ სახლთან ოჯახის წევრებთან,...

2025 წელს საქართველო 31 ათასზე მეტმა ახალგაზრდამ და 11 ათასზე მეტმა ბავშვმა დატოვა – საქსტატი

საქართველოდან ახალგაზრდების ემიგრაციის მასშტაბი კვლავ მაღალია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს ქვეყანა 20-დან...

ვახო სანაიას Facebook-ზე დაწერილი სტატუსის გამო 30 დღით პატიმრობა შეუფარდეს

Facebook-ზე დაწერილი სტატუსის გამო, ჟურნალიტ ვახო სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე...

ღარიბაშვილის ბოიკოტი -ის სასამართლო პროცესს არ ესწრება

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაყვანაზე უარი თქვა და 19 ოქტომბერს...