მთავარისიახლეებიპოლონეთში არალეგალი ქართველი ტაქსის მძღოლი დააკავეს -31 წლის კაცს დოკუმენტების გაყალბებას ედავებიან

პოლონეთში არალეგალი ქართველი ტაქსის მძღოლი დააკავეს -31 წლის კაცს დოკუმენტების გაყალბებას ედავებიან

Published on

პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გამოძიების ცნობით, 31 წლის კაცის წინააღმდეგ 400 სისხლის სამართლის მტკიცებულება შეგროვდა, რომელიც პრაგა-პოლნოკის რაიონულმა პროკურატურამ სასამართლოს წარუდგინა.

კაცი გასული წლის ოქტომბრის დასაწყისში, ვარშავაში დააკავეს, როცა სასაზღვრო დაცვის განყოფილების ოფიცრებმა მისი ქვეყანაში ლეგალურად ყოფნა შეამოწმეს. სასაზღვრო დაცვის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ საქართველოს მოქალაქე პოლონეთში არალეგალურად, საჭირო ბინადრობის საბუთების გარეშე იმყოფებოდა.

“უფრო მეტიც, კაცი ყოველდღიურად ატარებდა ადამიანებს [ტაქსის] ორი პოპულარული მობილური აპლიკაციის გამოყენებით. ოფიცრებმა ქართველის ტელეფონში ამოიღეს მართვის მოწმობებისა და პასპორტების ფოტოები მისი გამოსახულებით, მაგრამ სხვა პირების პერსონალური მონაცემებით”, – ამბობს გამოძიება.

ეჭვის გამო, რომ ქართველი საბუთების გაყალბებაში იყო ჩართული პოლიციამ ბინა გაჩხრიკა, სადაც ნახეს 6 პოლონური და 12 უცხოური მართვის მოწმობა, პასპორტების პერსონალიზაციის გვერდები, მათ შორის ორი პოლონური და 13 სხვა ქვეყანის, 342 ცალი მოთხოვნა სისხლის სამართლის ჩანაწერის არქონის შესახებ, 17 მძღოლის ID, ტაქსის ლიცენზიები, ცნობები ფსიქოლოგისგან.

კაცს ბრალად წარედგინა დოკუმენტების გაყალბება მათი ავთენტურად გამოყენების მიზნით და ყალბი დოკუმენტების გამოსაყენებლად მომზადება.

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, მსგავსი ქმედებები ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3 თვიდან 5 წლამდე.

სიახლეები

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...