მთავარისიახლეებისაზოგადოებადატოვოს ხაბეიშვილმა თანამდებობა -ენმ-ის ზუგდიდის საკრებულოს წევრების განცხადება

დატოვოს ხაბეიშვილმა თანამდებობა -ენმ-ის ზუგდიდის საკრებულოს წევრების განცხადება

Published on

პარტიაში შექმნილი უკიდურესად დაძაბული ვითარების გამო ზუგდიდის საკრებულოს წევრები განცხადებას ავრცელებენ. ენმ-ის წევრები მოუწოდებენ პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს, დატოვოს თანამდებობა. განცხადებას ზუგდდის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის 17 წევრი აწერს/
,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ შექმნილ დაპირისპირებაზე პასუხისმგებელია მოქმედი მენეჯმენტი. იმისათვის, რომ გადამწყვეტ ბრძოლას ოლიგარქიის წინააღმდეგ შევხვდეთ ერთიანი ძალებით, აუცილებლად მიგვაჩნია პარტიაში მოხდეს დიდი გადატვირთვა ერთმანეთისკენ მისასვლელი გზების გამოსანახად, ვთვლით, რომ ამის რესურსი პარტიას და თანამებრძოლებს ჯერჯერობით კიდევ გაგვაჩნია.
მოვუწოდებთ, ლევან ხაბეიშვილს, დატოვოს თანამდებობა და უახლოეს პერიოდში მოწვეულ იქნას ყრილობა, რომელიც აირჩევს მმართველ ორგანოს და წარმართავს პარტიის საქმიანობას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – თავმჯდომარე, წევრები და ამავე ფრაქციიდან საკრებულოს თანამშრომლები:
1. მაია კალანდია;
2. თემურ ბასილაია;
3. კახა ჩანგელია;
4. მაია გაწერელია;
5. გიორგი სორდია;
6. მარიამ ახალაია;
7. ბესიკ გაბუნია;
8. გია მამფორია;
9. ლაშა ბეჭვაია;
10. დარეჯან გაბედავა;
11. ხათუნა შამუგია;
12. მირანდა ესებუა;
13. თამთა ჭიჭინაძე;
14. პაატა ადამია;
15. მირანდა გოგოხია;
16. მაია კუკავა;.
17. ბესიკ ჭეჟია “- განცხადებას სოციალურ ქსელში საკრებულოს წვერი მაია კალანდია ავრცელებს.

სიახლეები

ძმები ფეიქრიშვილების დედა ივანიშვილს მიმართავს

დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და...

მათი დღეები დათვლილია! – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ სუბიექტურად უფრო მომგებიანი იქნებიდა არსებული პოლიტიკური სპექტრისა...

დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული – ადვოკატი

ტყუპების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ადვოკატი პაატა გოგიაშვილი „პირველებთან“ საუბარში აცხადებს, რომ დავით ფეიქრიშვილი...

პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება – TI

კონსტიტუციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია, ვერ აკმაყოფილებს...