მთავარისიახლეებიკონფლიქტებიბოლო რამდენიმე საათში "ცაჰალმა" 130 ტერორისტი გაანადგურა - ქალაქი ღაზა ალყაშია

ბოლო რამდენიმე საათში “ცაჰალმა” 130 ტერორისტი გაანადგურა – ქალაქი ღაზა ალყაშია

Published on

ცაჰალი ანადგურებს ჰამასის ინფრასტრუქტურასა და იარაღის იმ საცავებს, რომლებიც სახმელეთო ოპერაციის მიმდინარეობისასაა აღმოჩენილი.

ამასთან, ქალაქი ღაზა ალყაშემორტყმულია ცაჰალის მიერ, ისრაელის თავდაცვის ძალები ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში იმყოფებიან და პოზიციები უჭირავთ. ცაჰალის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ომის “უმნიშვნელოვანესი ეტაპი” უკვე გავლილია.

ბოლო საათების განმავლობაში, ღაზაში მიმდინარე სახმელეთო ოპერაციის მსვლელობისას, 130-ზე მეტი ტერორისტია ლიკვიდირებული. ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა და ვერტმფრენებმა იმ შტაბებსაც შეუტიეს, რომლებიც ჰამასის მაღალჩინოსნების მიერ გამოიყენებოდა, როგორც თავშესაფარი და სადაც მიმდინარეობდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სამხედრო პროცესების განხილვა, ასევე, იგეგმებოდა შემდგომი თავდასხმები ისრაელზე.

პროცესში ჩართული იყო ისრაელის სამხედრო-საზღვაო ზალების ხომალდიც, რომელიც უტევდა ჰამასის ადმინისტრაციულ შენობებსა და სამეთვალყურეო პუნქტებს.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...