მთავარისიახლეები"აგროკრედიტის" ფარგლებში აღებული ფული არადანიშნულებისამებრ დახარჯეს | 14 პირის მიმართ დევნა დაიწყო

“აგროკრედიტის” ფარგლებში აღებული ფული არადანიშნულებისამებრ დახარჯეს | 14 პირის მიმართ დევნა დაიწყო

Published on

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, სახელმწიფო მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენებისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა 14 პირის მიმართ დაიწყო.

გამოძიებით დადგინდა, რომ “სახელმწიფო შეღავათიანი აგროკრედიტის” პროექტის ფარგლებში, ბრალდებულების მიერ 2019-2022 წლებში, სხვადასხვა საბანკო დაწესებულებიდან მიღებულ იქნა საერთო ჯამში 1 421 000 ლარის ოდენობის მიზნობრივი აგროკრედიტი, რომლის პროცენტის ძირითადი ნაწილი ფინანსდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

“კრედიტები უნდა მოხმარებოდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, მათ შორის მრავალწლიანი ნარგავების გაშენებასა და ღვინის საწარმოს ინვენტარის შეძენას.

დადგენილ იქნა, რომ უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულების მიერ თანხები გამოყენებულ იქნა არამიზნობრივად, პირადი ინტერესებისთვის, ხოლო დანაშაულებრივი ქმედების დაფარვის მიზნით, მათ მიერ დამზადებულ იქნა ყალბი შესყიდვის აქტები, ასევე, კერძო აუდიტორების მიერ შედგენილ იქნა ყალბი დასკვნები, კრედიტის თითქოსდა მიზნობრივად გამოყენების თაობაზე.

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა ჯამში – 182 854 ლარი, ხოლო საქმეზე ჩატარებული დროული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თავიდან იქნა აცილებული სახელმწიფოზე დამატებით 293 469 ლარის ზიანის მიყენების შესაძლებლობა. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები ბიუჯეტზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად”, – წერია უწყების განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე, 210-ე და 362-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

სიახლეები

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია. თბილისში მიმდინარე ტურნირის ფინალში ლიპარტელიანმა ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა და ოქროს...

ოპოზიციის ალიანსი ფასების შემცირებასთან დაკავშირებით გეგმას აქვეყნებს

დღეს საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ შეეხო გაზრდილი ფასების პრობლემა. ეს ხდება იმიტომ,...

სააპელაციომ 11 დემონსტრანტის საქმეზე საქალაქოს გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლოში ჯგუფური ქმედების საბაბით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი,...

რუსეთი საქართველოს გაზის და ნავთობპროდუქტების მიწოდების შეწყვეტით ემუქრება, თუ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდება

რუსეთიდან გაჟღერებულ მუქარაზე ივანიშვილის გუნდში პირველი კომენტარი კეთდება - ალუდა ღუდუშაური ირწმუნება, რომ ვერანაირი...