მთავარისიახლეებიმსოფლიო"ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთთან 100-მდე საბრძოლო შეტაკება მოხდა" - უკრაინის გენშტაბი

“ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთთან 100-მდე საბრძოლო შეტაკება მოხდა” – უკრაინის გენშტაბი

Published on

უკრაინის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ რუსეთი ავდიივკას მიმართულებით, “ტავრიას” პასუხისმგებლობის ზონაში, მათი თავდაცვის გარღვევის მცდელობას არ წყვეტს, თუმცა უშედეგოდ.

“დამცველებმა მოიგერიეს მტრის 20-მდე შეტევა დონეცკის ოლქის ავდიივკას, კერამიკის, ტონენკეს, სევერნეს, პერვომაისკესა და ნეტაილოვოს დასახლებებში,” – ნათქვამია გენშტაბის დილის ანგარიშში.

მათივე ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპანტებთან 100-მდე საბრძოლო შეტაკება მოხდა.

“მთლიანობაში, მტერმა განახორციელა 3 სარაკეტო და 59 საჰაერო დარტყმა, 54 თავდასხმა სარაკეტო სისტემებიდან ჩვენი ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე. რუსული ტერაქტების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობაში არიან დაღუპულები და დაჭრილები. განადგურდა და დაზიანდა კერძო საცხოვრებელი შენობები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

უკრაინის ძალები აგრძელებენ თავდაცვას ქვეყნის აღმოსავლეთითა და სამხრეთით. შეტევითი მოქმედებებია მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებით. უკრაინელები ანადგურებენ მტერს და ეტაპობრივად ათავისუფლებენ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს,” – ნათქვამია ანგარიშში.

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირია დაკავებული

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის,...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...