მთავარისიახლეებიპოლიტიკა"მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტის ვეტოს დადებისკენ მოუწოდებს პრეზიდენტს არასამთავრობო სექტორი

“მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტის ვეტოს დადებისკენ მოუწოდებს პრეზიდენტს არასამთავრობო სექტორი

Published on

დაადებს თუ არა პრეზიდენტი "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტს ვეტოს, დღეს გახდება ცნობილი. სწორედ დღეს იწურება 10-დღიანი ვადა, რომლის შემდეგაც პრეზიდენტმა ხელი უნდა მოაწეროს პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს ან მოტივირებული შენიშვნებით უკან დაუბრუნოს საკანონმდებლო ორგანოს.არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო ტელევიზიების წარმომადგენლები, ასევე, მედიაექსპერტები პრეზიდენტს აღნიშნულ კანონპროექტზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებენ, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს გიორგი მარგველაშვილი. საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლებამოსილება უფართოვდება და შეეძლება კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლები, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები დამწყები საწარმოების (სტარტეპები) წახალისების, (ტელე, რადიო და ონლაინ პროდუქციის) ინოვაციური განვითარების, მაუწყებლობის სფეროში გარემოს განვითარების ხელშეწყობაზე მიმართოს. ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დასაშვები ხდება კომერციული რეკლამის განთავსება სამუშაო დღეებში.გარდა ამისა, ”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონი არ გავრცელდება დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამაზე, რომლებსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერის არანაკლებ 25% დაეთმობა. ”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონით დადგენილი შეზღუდვები ასევე არ გავრცელდება საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერით გადასაცემი გადაცემების, ფილმების, სერიალების დამზადების მომსახურების შესყიდვაზე. 
“მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები უმრავლესობის დეპუტატების მიერ არის ინიცირებული.   

სიახლეები

ენგურზე „საიდუმლო ტერმინალი“ თითქმის მზადაა — რუსეთი საქართველოს გავლით ახალი სატრანზიტო გზის გახსნას გეგმავს

წლების განმავლობაში გასაიდუმლოებული პროექტი, რომლის შესახებაც 2024 წელს მხოლოდ ვარაუდებით საუბრობდნენ, დღეს თითქმის დასრულებულია:...

სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული...

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირას ჩამოვა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა,...

გერმანიაში უკრაინისთვის AI-ტექნოლოგიით აღჭურვილი 5 000-ზე მეტი დრონის წარმოება დაიწყო

გერმანიაში, მიუნხენის მახლობლად უკრაინისთვის 5 000-ზე მეტი საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის...