მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოში ექიმებმა პაციენტის მუცელში 25 წლის წინ ოპერაციის დროს ჩატოვებული პინცეტი აღმოაჩინეს

საქართველოში ექიმებმა პაციენტის მუცელში 25 წლის წინ ოპერაციის დროს ჩატოვებული პინცეტი აღმოაჩინეს

Published on

საქართველოში ექიმებმა პაციენტის მუცელში 25 წლის წინ ოპერაციის დროს ჩატოვებული პინცეტი აღმოაჩინეს. თბილისის ერთ-ერთი კლინიკის ონკოქირურგის განცხადებით, მასთან პაციენტი სულ სხვა ჩივილით მივიდა და პინცეტი ოპერაციამდე კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე გამოჩნდა.როგორც გაირკვა, სამედიცინო ინსტრუმენტი ექიმებს 25 წლის წინ, ნაღვლის ბუშტის ოპერაციის დროს მუცელში დარჩათ. პაციენტი დღეს თავს კარგად გრძნობს.
„მინდა გითხრათ, რომ არაფერი ისეთი განსაკუთრებული და ექსტრაორდინალური არ ხდება. უცხო სხეულის დატოვება და ოპერაციის შემდეგ მისი აღმოჩენა ხდება, სამწუხაროდ. ჩვენ რომ არ გაგვეკეთებინა სხვა ოპერაცია ქალბატონისთვის, იმიტომ, რომ რაც დასჭირდა სხვა პრობლემის გამო ჩვენთან მოსვლა, შეიძლება არასდროს ენახა დღის შუქი ამ პინცეტს,“ – აცხადებს ექიმი – ონკოქირურგი, ირაკლი თოდუა. 

სიახლეები

განვიცდი წამებას, იატაკზე მძინავს – ნანა სანდერი

პროევროპულ აქციაზე დაკავებული ნანა სანდერი ამბობს, რომ რუსთავის ციხეში არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია. მისი ინფორმაციით,...

უნგრეთი “პოტენციური უკრაინული საფრთხისგან” თავის დასაცავად ჯარს განათავსებს

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ჯარისკაცებს და ტექნიკას განათავსებს, რათა მნიშვნელოვანი...

ქობულეთში, ავარიის შედეგად გარდაცვლილები ჯარისკაცები არიან

ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას თავდაცვის ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით,...

ჟენევაში აშშ-უკრაინის დელეგაციების შეხვედრამდე ტრამპმა და ზელენსკიმ ტელეფონით ისაუბრეს

25 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართეს,...