მთავარისიახლეებისაზოგადოებალარის კურსის გაუფასურება ზეგავლენას იქონიებს ტარიფებზე - სემეკი

ლარის კურსის გაუფასურება ზეგავლენას იქონიებს ტარიფებზე – სემეკი

Published on

2018-დან 2020 წლამდე ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის ღირებულება თვის ბოლომდე გახდება ცნობილი. დღეს სემეკში მორიგი სხდომა იმართება, თუმცა უწყებაში განმარტავენ, რომ ტარიფზე მსჯელობა დღეს არ მოხდება.პირველ ეტაპზე მარეგულირებელი კომისია კომპანიების საინვესტიციო გეგმებს განიხილავს. სემეკში განმარტავენ, რომ დაგეგმილი ხარჯების დამტკიცების შემდეგ, მოხდება უკვე კომუნალური ტარიფების დადგენაც.ინვესტიციების მოცულობა ამ ეტაპზე წარდგენილი პროექტების მიხედვით, ერთ მილიარდ ლარს აღწევს. იზრდება განახლებადი ენერგიის წყაროების მოხმარება და ასევე, იგეგმება ახალი ქვესადგურების მშენებლობა. კომისიაში აცხადებენ, რომ ლარის კურსი ტარიფებზე სავარაუდოდ აისახება.„ლარის კურსის გაუფასურება გარკვეულწილად მოქმედებს ტარიფებზე, აქედან გამომდინარე, ის ზეგავლენას იქონიებს ამ შემთხვევაში. უბრალოდ, ახლა მე არ შემიძლია დაგისახელოთ რაიმე კონკრეტული ციფრი თუ რა მოცულობით და რა რაოდენობით იქნება ეს ზემოქმედება განხორციელებული,“ – აცხადებს სემეკის ელექტროენერგიის დეპარტამენტის დირექტორი ნუგზარ ბერიძე.

სიახლეები

თეატრალურის სტუდენტებს სტატუსს აღარ შეუწყვეტენ

თეატრალურის სტუდენტებმა უკვე მიიღეს მეილზე შეტყობინება რექტორის გადაწყვეტილების შესახებ, რომ სტატუსს აღარ შეუწყვეტენ, თუმცა...

ტრამპის წარმომადგენელი მოსკოვიდან აშშ-ში ბრუნდება

მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი მოსკოვში რუსულ მხარეს შეხვდა....

CBS News: ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის ნავთობის, გაზისა და საბანკო სექტორების წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს

CBS News-ი ოთხ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის ნავთობის, გაზისა...

ტრამპის ადმინისტრაციამ კიტ კელოგი ომის დასრულებაზე მოლაპარაკებებიდან მოხსნეს

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში, კიტ კელოგი, ომის დასრულებაზე მაღალი დონის მოლაპარაკებებიდან,...