მთავარისიახლეებიპოლიტიკასახალხო პროტესტი უკრაინის რადასთან გრძელდება

სახალხო პროტესტი უკრაინის რადასთან გრძელდება

Published on

სახალხო პროტესტი უკრაინის რადასთან გრძელდება. აქციაზე შეკრებილებს ამ წუთებში პოლიტიკური ლიდერები მიმართავენ. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს დღეს კონკრეტული მოთხოვნებით შეუერთდნენ იულია ტიმოშენკოს პარტიის წარმომადგენლებიც. ქუჩაში გამოსული ოპოზიცია ახალ მხარდამჭერებს ელის.აქციას დღეს ევროპარლამენტის წევრი ჩეხეთიდან, იარომირ შტეტინაც შეუერთდა. ევროდეპუტატის თქმით, უკრაინის ნომერ პირველი პრობლემა დღეს კორუფციაა, რომელთან ბრძოლის წარმატებული მაგალითი სააკაშვილმა საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოში აჩვენა.უკრაინის პარტია ”ახალი ძალების მოძრაობის” წევრი, დავით საყვარელიძე აცხადებს, რომ ბევრი მხარდამჭერი ჰყავთ, რომლებიც დანებებას არ აპირებენ და სამართალდამცავების მხრიდან ნებისმიერი ძალისმიერი ქმედება მძიმე გადასატანი იქნება.„მათ აქვთ გადაწყვეტილი საკუთარი თავის გადარჩენა. საკუთარი თავის გადარჩენისთვის მათ უღირთ ნებისმიერი მეთოდის გამოყენება,“ – განაცხადა დავით საყვარელიძემ.პარტია "თავისუფლების" ლიდერი, ვალენტინ ნალივაიშენკო აღნიშნავს, რომ სააკაშვილის დაკავება კანონიერი გზებით ვერ მოხერხდება.„მიხეილ სააკაშვილის დაკავება სამართლებრივი და კანონიერი გზით ვერ მოხერხდება. თუ პოროშენკო პოლიტიკური დაკვეთების გაცემას განაგრძობს, არაკანონიერი ქმედების პროგნოზირება გამიჭირდება. უკრაინელი ხალხი აღარასდროს მისცემს მთავრობას ქურდობის უფლებას,“ – აცხადებს ნალივაიშენკო.უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, ივან ლაზავოის განცხადებით, პოროშენკო ნებისმიერ ხერხს მიმართავს სააკაშვილის ციხეში ჩასასმელად.„პოროშენკოს რეჟიმის განზრახვაა მიხეილ სააკაშვილი ნებისმიერ ფასად ჩასვას ციხეში, რომ მოიშოროს პოლიტიკური ოპონენტი, რომელიც მისი რეჟიმისთვის ძალიან საშიშია. ამისთვის ისინი ყველაფერზე წავლენ. თუმცა სააკაშვილის კანონიერი დაპატიმრება, ფაქტობრივად, შეუძლებელია,“ – განაცხადა ლაზავოიმ.

სიახლეები

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...

ელენე ხოშტარიას მკურნალობის პროცესის დასაგეგმად ექიმების კონსილიუმი შეიკრიბება

ელენე ხოშტარიას მკურნალობის პროცესში შესაძლოა უცხოელი ექიმებიც ჩაერთონ - ამის შესახებ "პირველებთან" კოალიცია “ცვლილებისთვის“...

სასკოლო წიგნების ყდებზე ეროვნული ღირებულებები იქნება წარმოჩენილი-მიქანაძე

კონცეფცია იცვლება, ყდებზე ეროვნული ღირებულებები იქნება წარმოჩენილი. მოგიყვანთ მარტივ მაგალითს, ქიმიის სახელმძღვანელოს ყდაზე იქნება ქართული...

“ სკოლის ფორმებს საზოგადოება მიესალმება, ფასს უახლოეს დღეებში დავადგენთ” – მიქანაძე

ივანიშვილის განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის მტკიცებით, სასკოლო ფორმებს "საზოგადოება მიესალმება". მიქანაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში...