მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარლამენტში 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავენ

პარლამენტში 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავენ

Published on

დღეს პარლამენტში პლენარული სხდომის ფორმატში, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებზე განხილვა გაიმართება. ამის შესახებ ipn-ი წერს.კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში იმსჯელეს. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, ცვლილება მიმდინარე წლის ბიუჯეტში საკმაოდ კარგმა ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია, რის შედეგადაც, ბიუჯეტში შემოსავლების გადაჭარბებას აქვს ადგილი.კაკურიძის თქმით, საბიუჯეტო პროექტის წინა განხილვის შემდეგ ჯამურ პარამეტრებში ცვლილებები არ განხორციელებულა და იგივე პარამეტრებია წარმოდგენილი: – საგადასახადო შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტში იზრდება 160 მილიონი ლარის ოდენობით, გრანტების მაჩვენებელი – 46,7 მილიონი ლარით, ხოლო სესხების ნაწილი მცირდება 176,7 მილიონი ლარის ოდენობით. ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე საუბრისას, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ აქ ჯამური ზრდა არის 305 მილიონი ლარი. მან დეპუტატებს მოკლედ გააცნო ინფორმაცია მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით დამატებითი ასიგნებების გადანაწილების თაობაზე: ეკონომიკის სამინისტროს ემატება 106 მლნ ლარი; სოფლის მეურნეობის სამინისტროს – 65 მლნ ლარი, მათ შორის ეს არის როგორც აზიური ფაროსანას, ასევე, სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციისთვის; ენერგეტიკის სამინისტროსთვის მატება 65 მლნ ლარს შეადგენს, მათ შორის 50 მლნ ლარი არის გაზიფიცირების სამუშაოებისთვის, ხოლო 15 მლნ ლარი დონორების მიერ დასაფინანსებელი პროექტების თანადაფინანსების ნაწილში; სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შემთხვევაში მატება არის 10 მლნ ლარი, ინფრასტრუქტურის სამინისტროს შემთხვევაში – 30 მლნ ლარი და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების თანხას ემატება 14 მლნ ლარი. შსს-ს ასევე 14 მლნ ლარი ემატება, დევნილთა და განსახლების სამინისტროს – 15 მლნ ლარი, საგარეო საქმეთა სამინისტროს – 5 მლნ ლარი. რაც შეეხება შემცირებებს, ცვლილებები ამ კუთხითაც იგივეა, რაც წინა წარმოდგენილ ვარიანტში იყო – საერთო სასამართლოებისთვის განსაზღვრული ასიგნებები მცირდება 10.0 მლნ ლარით. აღნიშნული თანხა გათვალისწინებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის ახალი შენობის მშენებლობისთვის. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, ხოლო შენობის მშენებლობა 2018 წელს დაიწყება. საშინაო ვალების მომსახურების ნაწილში პროცენტის თანხა მცირდება 9,9 მლნ ლარით.

სიახლეები

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...