მთავარისიახლეებიმსოფლიორა უნდა ვიცოდეთ რუსეთ-უკრაინის ომის 256-ე დღის ბოლოს

რა უნდა ვიცოდეთ რუსეთ-უკრაინის ომის 256-ე დღის ბოლოს

Published on

გამთენიისას თბილისში ჩამოასვენებენ ხერსონთან გმირულად დაღუპული ლევან სახელაშვილის ცხედარს. თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში 05:35 საათზე დაეშვება.

ბახმუტთან გრძელდება გააფთრებული ბრძოლები. განსაკუთრებით დაძაბული სიტუაციაა ივანგრადთან და პავლოვკასთან, სადაც ოკუპანტებმა ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგი განიცადეს. ამასთან, ოკუპანტები უკრაინელთა პოზიციებს აკრძალული, ფოსფორული ჭურვებით ბომბავენ.

სუმის საოლქო ადმინისტრაცია იტყობინება, რომ რუსული საარტილერიო იერიშების შედეგად დაზიანდა სარკინიგზო ხაზები სუმსა და საოლქო ცენტრებს შორის.
საღამოს საათებში იტყობინებიან აფეთქებების შესახებ ოდესაში – ქალაქში საჰაერო განგაში არ გამოცხადებულა.

იაკუტიიდან გაგზავნილი მოხალისეების დიდი ჯგუფიდან შინ მხოლოდ 12 ადამიანი დაბრუნდა – სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა შენაერთის საერთო ფოტოები უკრაინაში გამგზავრებამდე და ჩამოსვლის შემდეგ.

მაკეევკასთან უკრაინელებმა მობილიზებულებით დაკომპლექტებული ბატალიონი გაანადგურეს – 540 ადამიანიდან 41 გადარჩა.

კიევში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და საგანგებო სიტუაციის გამოცხადება არ იგეგმება, გავრცელებული ინფორმაცია მოსახლეობის შესაძლო ევაკუაციის შესახებ არ დასტურდება.

ხერსონის ოლქის დასახლებბა სკადოვსკში უკრაინელებმა ოკუპანტების მორიგი საბრძოლო მასალების საწყობი გაანადგურეს.

უკრაინელებმა ბულგარეთის თავდაცვის სამინისტროს არმიისთვის აუცილებელი საომარი აღჭურვილობის სია გადასცეს.

The New York Times იტყობინება, რომ რუსული შეტევების შემდეგ უკრაინის ენეგრეტიკული ინფრასტრუქტურის 40% განადგურებულია.
ოკუპანტებმა მიტაცებულ ქალაქ მელიტოპოლში ლენინის ძეგლი დააბრუნეს. ის ძველ ადგილას წამოჭიმეს, სადაც 2015 წელს დაწყებული დეკომუნიზაციის პროცესის დაწყებამდე იდგა.

სიახლეები

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი – Су-57 ჩამოვარდა

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი - Су-57 ჩამოვარდა - ინფორმაციას გამოცემა Nexta ავრცელებს და წერს,...

დაუსჯელობა საქართველოში რუსების მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს-ზატულინი

რუსეთის დუმის დეპუტატი და ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინ...

ექიმების ინფორმაციით, ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს, კლინიკაში შეყვანისას თითი ამპუტირებული ჰქონდა

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში განმარტავენ, რომ ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა...

ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს - მას 13 წლამდე...