მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში, ე.წ. „ქაფათის“ სასაფლაოზე ნაპოვნია ცხედარი

ზუგდიდში, ე.წ. „ქაფათის“ სასაფლაოზე ნაპოვნია ცხედარი

Published on

ზუგდიდში, ე.წ. „ქაფათის“ სასაფლაოზე ნაპოვნ ცხედარს იდენტიფიცირების მიზნით ექსპერტიზა უტარდება. უცნობი კაცი, რომელიც დაახლოებით 50 სანტიმეტრის სიღრმეზე იყო ჩამარხული, მესაფლავეებმა ახალი საფლავის გაჭრისას აღმოაჩინეს.ცხედარი დაახლოებით ორი კვირის წინ აღმოაჩინეს, თუმცა ამის შესახებახლა გახდა ცნობილი. გარდაცვლილის ვინაობის დადგენაზე სამართალდამცველ სტრუქტურებთან ერთად წითელი ჯვრის წარმომადგენლობაც მუშაობს.,,ექსპერტიზის პასუხს, რათა მისი და ჩვენ ხელთ არსებული რამოდენიმე უგზოუკვლოდ დაკარგული ოჯახის წევრის დეენემის ანალიზი ერთმანეთს შევედაროთ. წინასწარ ვერაფერს ვიტყვით, ძალიან სენსიტიური თემაა. შეიძლება გამოჩნდეს გაუჩინარებული ადამიანის ოჯახი“, – განაცხადა წითელი ჯვრის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელმა შორენა გამსახურდიამ.წითელი ჯვარი უგზოუკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების შესახებ პროგრამას 2010 წლიდან ახორციელებს. ორგანიზაციის მონაცემებით, გასული საუკუნის 90-იანი წლების კონფლიქტების დროსა და 2008 წლის ომის დროს დაკარგულად 2300-მდე ადამიანი მიიჩნევა.ადგილი, სადაც ცხედარი აღმოაჩინეს რამდენიმე საფლავს შორისაა მოქცეული. „სასაფლაოების მართვის ცენტრის“ თანამშრომელი, ანზორ კალანდია, ვარაუდობს რომ სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია შესასწავლია, რადგან შესაძლოა იქ სხვა უსახელო საფლავებიც აღმოჩნდეს.
 
წყარო: იმედინიუსი

სიახლეები

9 აპრილს დაღუპულები თავდადების მაგალითებად გვემახსოვრება-კოალიცია ცვლილებისთვის

კოალიცია ცვლილებისთვის 9 აპრილის 37-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა რუსულმა...

არ გამოვრიცხავთ, რომ კიდევ გვქონდეს საუბარი – მამა ანდრია პატიმრების გათავისუფლებაზე

"არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან დაკავშირებით" - ასე უპასუხა საქართველოს...

უკრაინა პატივს მიაგებს 9 აპრილს დაღუპულ მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას – საელჩოს განცხადება

უკრაინა პატივს მიაგებს 9 აპრილს დაღუპულ მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის...

საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა...