მთავარისიახლეებიმსოფლიო"არც ავტომატები მოგვცეს, არც ჩაგვაცვეს, არც დაგვახურეს, ნახევარზე მეტი პახმელიაზეა..." - მობილიზებული

“არც ავტომატები მოგვცეს, არც ჩაგვაცვეს, არც დაგვახურეს, ნახევარზე მეტი პახმელიაზეა…” – მობილიზებული

Published on

რუსეთსი რომ მობილიზაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და თავად რუსეთის მოქალაქეები იგდებენ ამ პროცესსს აბუჩად, ბევრი რამიდან ჩანს. დავიწყოთ იმით, რომ ათეულობით სამხედრო კომისარია გათავისუფლებული თანამდებობიდან მას შემდეგ, რაც გაწვევის უწყების ჩაბარებაში დიდი ხარვეზების გამო საზოგადოებამ უკმაყოფილება გამოთქვა. 

მობილიზაციის გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში კომისარიატების ახლოს ალკოჰილის გაყიდვა 300 მეტრის რადიუსში აიკრძალა მას შემდეგ, რაც მთვრალი მობილიზებულებისა და მათი ერთმანეთისთვის თავ-პირის მტვრევის კადრებმა მთელი მსოფლიო მოიარა. 

თუმცაა მან საქმეს ვერ უშველა – მალე გავრცელდა კადრები, სადაც მწყობრში მდგარი მობილიზებულები გადამალული არაყის ბოთლებიდან პირდაპირ წრუპავენ, მეგობრების ზურგს ამოფარებულები. 

ცეცხლოდებული კომისარიატის შენობები რუსეთში არც მანამდე იყო უცხო ხილი, მაგრამ 21 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე რუსეთის სხვადასხვა რეგიონების ქალაქებში სამხედრო კომისარიატების დაწვა 18-ჯერ სცადეს. ბოლო ასეთი შემთხვევა ყაზანში დაფიქსირდა, სადაც სამხედრო კომისარიატის შენობას “მოლოტოვის კოქტეილი” მეთერთმეტეკლასელმა გოგომ, შეყვარებულის მობილიზაციის გამო ესროლა.

ზოგჯერ კი, მაგალითად, ამ ახალ ვიდეოში, რუსი მობილიზებულები პროცესის დეტალებს პირდაპირ მწყობრიდან გვიყვებიან: “არც ავტომატები მოგვცეს, არც ჩაგვაცვეს, არც დაგვახურეს, ნახევარზე მეტი პახმელიაზეა…”, – ჩივის მობილიზებული.

“წადი, რუსულად ისწავლე!..” – აფხაზეთიდან ჩარიცხულ სტუდენტს ლექტორებმა დასცინეს

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი...

აშშ-ში ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას მედიის დაშვების

აშშ-ში ფედერალურმა მოსამართლემ, ტიმოთი კელიმ, ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა, დაუყოვნებლივ აღადგინოს „სიენენის“, MS NOW-ისა და...

ფსევდორელოგიური ფუნდამენტალისტური სექტა – პაპუაშვილი აქციის მონაწილეებს

პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ - ხალხს, რომელიც უკვე თითქმის ორი წელია ქუჩაში დგაგან, შალვა პაპუაშვილმა...

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

კახეთში მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში...