“წადი, რუსულად ისწავლე!..” – აფხაზეთიდან ჩარიცხულ სტუდენტს ლექტორებმა დასცინეს

0
761

პედაგოგი ნანა კვარაცხელია სკანდალურ წერილს ასაჯაროვებს, რომელიც მისმა ყოფილმა მოსწავლემ, აწ სტუდენტმა მისწერა. ნანა კვარაცხელია წერს, რომ სტუდენტი ოკუპირებული აფხაზეთის ერთ-ერთი სკოლის კურსდამთავრებულია, რის გამოც ერთ-ერთი პრესტიჟული უნივერსიტეტის (სადაც ჩაირიცხა) ლექტორების მხრიდან დაცინვისა და აბუჩად აგდების ობიექტი გახდა.

ამასთან, პედაგოგი ჯერ არ ასახელებს სტუდენტის ვინაობასა და უმაღლეს სასწავლებელს, სადაც ფაქტი მოხდა, მაგრამ თავის ყოფილ მოსწავლეებს, ზოგადად სტუდენტებს, ვისაც უმაღლეს სასწავლებლებში დამამცირებლად ექცევიან მოუწოდებს, ასეთი არცერთი ფაქტი არ დამალონ. 

სტუდენტის წერილს ნანა კვარაცხელიამ ასეთი წინასიტყვაობა დაურთო:

“სტუდენტი, რომელმაც ოკუპირებული ტერიტორიის ერთ-ერთი სკოლა დაამთავრა (შეგნებულად არ დავასახელებ არც სტუდენტს და არც სკოლას), ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში “ლექტორების” მიერ გახდა ბულინგის მსხვერპლი.

მან აცრემლებულმა ასეთი შეტყობინება გამომიგზავნა:

“ნანა მას, გამარჯობათ.როგორ ხართ. მოკლედ, ჩემი ამბის მოგვარება არ იქნა, საჭიროდ ჩავთვალე თქვენთვის მომეყოლა ეს ყველაფერი. ორი კვირა ხო გამიცდა და ჩამოვრჩი სასწავლო მასალას, გარდა მაგისა სიაში კიდე არ ვარ. ძალიან ბევრი თემები დამიგროვდა, ძალიან, რადგან არ ვიყავი წინა ორი კვირა. გუშინ დავიწყე სწავლა პირველი თემის, რომელიც პირველ სემინარზე გადასცეს ბავშვებს. მეთქი მერე მეორეს ვისწავლი, მესამეს და დავეწევი სასწავლო მასალას თქო. დილის 5 საათამდე ვსწავლობდი, იმის იმედით რო ჩავაბარებდი სემინორის თემას და ქულას დამიწერდა, რადგან ქულების დაგროვება მინდა, იმისთვის რო შუალედურზე დამიშვან. მივედი სემინორთან, მეთქი აფხაზეთიდან ვარ და ბრძანებამ დაიგვიანა, ამიტომ თუ შეიძლება ჩაგაბაროთ თქო წინა თემები რო ქულები დამიწეროთთქო.

შენ ეხლა არარსებულს მეუბნებიო, სიაში არ ხარო და რომელ ქულაზე მესაუბრებიო. ან რომელჩაბარებაზეო. მეთქი აბა რა გავაკეთო, ასე ვიჯდე თქო და მეო სიაში რო არ ხარ ეგრე ვერაფერს ვიზამო, სიაში შეყვანის მერეც არ გამომკითხავს წინა მასალას და ქულასაც არ დამიწერს და ასე როგორ უნდა დავაგროვო ჩამკეტი ქულები…

გარდა ამისა, პარასკევს როცა მივედი სემინარზე(აკადემიური წერის სემინარზე) და თვითონ სემინორი მეკითხება, შენ ვინ ხარო? ავუხსენი სიტუაცია და მერე შენ აქ რა გინდაო, მეთქი რას ნიშნავს რა მინდა, წადიო და რუსულად ისწავლეო, მე შენ რა გასწავლოო, იქით რუსულად სწავლობდიო. წერა კითხვა იციო?იქ ხართო და რუსებს ეპადხალიმებითო ხო? და გაიცინა…

მე არ ვიცი, შენ რას ისწავლიო აქო. მეთქი ვისწავლი, ქართული ჩვეულებრივად ვიცი, და ვისწავლი თქო და მერე კარგიო ჩაიწერეო და ოსწავლეო ეგო. ძაან დაძაბულად ვარ, აი ძაან ამის მერე საერთოდ. იმ მომენტში, როცა ასე მესაუბრებოდა ის ქალი – მიწა გამისკდა. მეთქი სად ვარ, ჩემი თავი საქართველოში არ მეგონა, ისეთი წარმოდგენა მქონდა, თითქოს სადმე გადამთიელ ქვეყანაში ვიყავი, სამშობლოს გამყიდველის სახით.

მოკლედ არ ვიცი რაა, აწიც როგორიქნება, რაც დრო მიდის მით უფრო იკარგება დრო და პირველ სემესტრში უნდა ჩავრჩე? ბოდიში, რომ გაწუხებთ”.

წერილს აქვს ბოლოთქმაც, ისევ ნანა კვარაცხელიასგან:

“ჩვენო სტუდენტებო ოკუპირებული ტერიტორიიდან, მოგიწოდებთ, არც ერთი მსგავსი ფაქტი არ დამალოთ. მომწერეთ პირადად ან მოდით აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში (ვაჟა-ფშაველას #16) და მოგვიყევით. თითოეული უმაღლესი საბჭოს წევრი და აპარატის ძალიან მაღალკვალიფიციური იურისტები იქნებიან თქვენს გვერდით. ჩვენ არავის ვაპატიებთ ჩვენი მიწა-წყის მცველების დამცირებას.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველები არიან გმირები და ის ჯარისკაცები, რომლებიც 29 წლის განმავლობაში დარაჯობენ ქართულ მიწას, უნახავენ საქართველოს და თითოეულ აფხაზეთელს.

შენ კი ჩემო ძალიან ძვირფასო ადამიანო – ხარ საუკეთესო და ყველაფერი გექნება საუკეთესოდ. ხარ ყოჩაღი და როცა მიაღწევ ძალიან ბევრს, რაშიც მე ძალიან დარწმუნებული ვარ იმ ლექტორებს ეტყვი, რომ მადლობა მაშინდელი საქციელისთვის ი.რ. თქვენ მიბიძგეთ უფრო მონდომებული ვყოფილიყავი და უფრო მეტად შემეგრძნო სამშობლოს სიყვარული. ძალიან მიყვარხარ!!!”, – წერს ნანა კვარაცხელია. 

წინა სტატიაგლდანის ციხეში სააკაშვილის წამების საქმეზე უკრაინის ხელისუფლებამ საგამოძიებო მოქმდებები დაიწყო
შემდეგი სტატია“არც ავტომატები მოგვცეს, არც ჩაგვაცვეს, არც დაგვახურეს, ნახევარზე მეტი პახმელიაზეა…” – მობილიზებული
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური