მთავარისიახლეებისაზოგადოებაევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის პროცედურების სავარაუდო დამრღვევთა უმეტესობა თბილისსა და იმერეთის რეგიონში მცხოვრებია

ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის პროცედურების სავარაუდო დამრღვევთა უმეტესობა თბილისსა და იმერეთის რეგიონში მცხოვრებია

Published on

ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის პროცედურების სავარაუდო დამრღვევთა უმეტესობა თბილისსა და იმერეთის რეგიონში მცხოვრებია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სიდა-ს აღმასარულებელმა დირექტორმა ზვიად დევდარიანმა განუცხადა.ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შვიდი თვის შედეგები დღეს ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში შეაჯამეს.როგორც დევდარიანმა აღნიშნა, სტატისტიკა აჩვენებს, რომ უვიზო მიმოსვლით ბევრი ადამიანი სარგებლობს, თუმცა დასაფიქრებელია მონაცემები იმ ადამიანებისა, რომლებმაც სავარაუდოდ დაარღვიეს უვიზოდ შენგენის ზონაში ყოფნის პროცედურები."შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დამრღვევთა რიცხვი საგანგაშო არ არის, თუმცა იძლევა საფუძველს, რომ საინფორმაციო კამპანიები ვაწარმოოთ მათ შორის იმ რეგიონებში, საიდანაც ყველაზე მეტი ადამიანი წავიდა და უკან აღარ დაბრუნდა. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ სამწუხაროდ, შესაძლოა უვიზო მიმოსვლა შეჩერდეს", – განაცხადა დევდარიანმა.მისივე განმარტებით, მოსახლეობას კარგად უნდა განემარტოს, რომ სხვა ქვეყანაში დარჩენით პრობლემები ექმნებათ მათაც და საქართველოსაც."ყოველთვიური ანალიზი არ არსებობს, თუმცა მაგალითად, მოლდოვაში იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც დატოვა ქვეყანა და უკან არ დაბრუნდა, იყო 16%. ჩვენთან არის 6%, ანუ შედარება გვაძლევს საფუძველს ითქვას, რომ მონაცემები არ არის საგანგაშო, თუმცა მეორე მხრივ, დამრღვევთა სავარაუდო რაოდენობა ყველა უწყებას უბიძგებს მოქმედებისკენ. გამოიკვეთა, რომ თბილისი, ასევე იმერეთის ქალაქებია ის ქალაქები, სადაც ყველაზე მაღალია პროცენტი ადამიანების, რომლებმაც, სავარაუდოდ, დაარღვიეს უვიზოდ მიმოსვლის პროცედურები", – აღნიშნა დევდარიანმა.

სიახლეები

სასახლის ღობის საქმე – საქალაქო სასამართლოში 14 პირის საქმე მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულების პროცესი იწყება. 14 ბრალდებული უკვე სხდომათა დარბაზშია. დაცვის მხარის...

საია 2024 წლის აქციებზე დაზარალებულთა სახელით სამართალწარმოებას იწყებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) იწყებს სამართალწარმოებას იმ მოქალაქეების სახელით, რომლებიც 2024 წლის ნოემბერ–დეკემბრის...

დავაკავეთ პირი, რომელმაც 5 ავტომანქანა ზედიზედ გაძარცვა – შსს

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ავტომობილების გაქურდვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობით მსჯავრის...

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული 7 პირიდან ერთი პოლიციელს მანქანით განგებ დაეჯახა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. მათ ბრალად ედებათ დიდი და განსაკუთრებით...