იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციამ პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს და წერს, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
“საქმის გარემოებების სრულყოფილი და ობიექტური შესწავლის მიზნით მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები”, – წერია განცხადებაში.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბოლო 24 საათში მეორედ, გლდანის ციხიდან კლინიკა ვივა მედში გადაიყვანეს. როგორც ექიმებმა თქვეს, ფეიქრიშვილს ზედა კიდურებისა და მხრის არეში ახალი დაზიანებები აქვს მიყენებული. ფეიქრიშვილი კლინიკაში გუშინაც ჰყავდათ გადაყვანილი.