საფრანგეთში მომხდარი არეულობის შედეგად მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა 1.2 მილიარდ ევროს გადააჭარბოს. ამის შესახებ სააგენტო DBRS Morningstar-ი იუწყება.
სააგენტოს ინფორმაციით, დაზიანებულია 3 000-ზე მეტი მაღაზია და ბიზნესობიექტი, რაც თავდაპირველ მონაცემებს ორჯერ აღემატება. მათ შორისაა მსხვილი საცალო ქსელები და ლუქს-ბრენდების ბუტიკები.
მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთმა 2026 წლის თებერვალში არეულობებთან დაკავშირებული რისკების სავალდებულო დაზღვევისა და სახელმწიფო გარანტიების შესახებ კანონი მიიღო, შესაბამისი მექანიზმი ჯერ ამოქმედებული არ არის. შედეგად, ზარალის ანაზღაურების ძირითადი ტვირთი კერძო სადაზღვევო კომპანიებსა და საერთაშორისო გადამზღვეველებზე გადადის.
საფრანგეთის ხელისუფლებამ დაზარალებული ბიზნესების დასახმარებლად სპეციალური მხარდაჭერის ფონდი და თანამშრომელთა ნაწილობრივი უმუშევრობის პერიოდში სუბსიდირების პროგრამა გამოაცხადა.