მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო NATO-ს უკრაინის მხარდაჭერის გამო ემუქრება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო NATO-ს უკრაინის მხარდაჭერის გამო ემუქრება

Published on

“რუსეთმა არაერთხელ გააფრთხილა NATO-ს ქვეყნები არა მხოლოდ დიპლომატიური არხებით, არამედ საჯაროდაც, რომ კიევის რეჟიმისადმი მათი დახმარება და რუსეთში მშვიდობიან მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე მისი ტერორისტული თავდასხმების მხარდაჭერა მათ ამ დანაშაულების თანამონაწილედ აქცევს.
უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დრონებისა და მათი კომპონენტების, ასევე სხვა იარაღის მწარმოებელი ქარხნების შექმნა უკრაინაში კონფლიქტის გაჭიანურებისკენ გადადგმული აშკარა ნაბიჯია. ეს ასევე მოიცავს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას და ზოგიერთი წევრი სახელმწიფოსთვის რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის საჰაერო და საზღვაო სივრცის გამოყენების უფლების მიცემას.
ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ ასეთ დაუფიქრებელ გეგმებსა და მათ განხორციელებას შორსმიმავალი შედეგები მოჰყვება. ჩვენ ვაფრთხილებთ, რომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებზე რეაგირება გადამწყვეტი და დამანგრეველი იქნება მათი ინიციატორებისთვის. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ვუპასუხოთ ჩვენს წინააღმდეგ მუქარას ყველა არსებული ძალითა და საშუალებით“ – აცხადებს ლავროვის სამინისტრო.

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...