მთავარისიახლეებიმსოფლიო"ვარსკვლავებმა და ზოლებმა ნამგალი და ურო ერთხელ უკვე მისცა დავიწყებას "- ტრამპი

“ვარსკვლავებმა და ზოლებმა ნამგალი და ურო ერთხელ უკვე მისცა დავიწყებას “- ტრამპი

Published on

“ვარსკვლავებმა და ზოლებმა ნამგალი და ურო ერთხელ უკვე მისცა დავიწყებას და თუ საჭირო გახდება, ამას ისევ გავაკეთებთ” – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ქვეყნის დამოუკიდებლობის 250 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. ტრამპმა თავის 35-წუთიან სიტყვაში საზოგადოებას მიმართა, რომ კომუნიზმმა „კვლავ წამოყო თავისი მახინჯი თავი ამერიკაში“ და ის კიბოს შეადარა, რომელიც „სწრაფად უნდა მოიკვეთოს“.
„კომუნიზმი ხელმოცარულია და ყოველთვის ასე იქნება. კომუნისტური სისტემა ამერიკული სისტემის საპირისპიროა“, – აღნიშნა მან. ამავე გამოსვლის დროს, ტრამპმა ხაზი გაუსვა თავისი ადმინისტრაციის სამხედრო მიღწევებს და განაცხადა, რომ მან „ირანის მთელი სამხედრო-საზღვაო ფლოტი ჩაძირა“.

სიახლეები

ევროკავშირი მოლდოვის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად €120 მილიონს გამოყოფს

ევროპის კავშირის საბჭომ 13 ივლისს მხარი დაუჭირა მოლდოვის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად €120 მილიონის გამოყოფას,...

თბილისში, ერთ-ერთი ღამის კლუბის დაცვის თანამშრომელი დაჭრეს – ბრალდებული დაკავებულია

თბილისში, ერთ-ერთი ღამის კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ამავე ამავე კლუბის დაცვის...

14-16 ივლისს საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14-16 ივლისს საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი,...

ეუთოც ჩართეს პროცესში, რომლის მიზანი საქართველოში ხელისუფლების შეცვლაა – კობახიძე

ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციას კიდევ...