მთავარისიახლეებიკონფლიქტებიირანის ათპუნქტიანი გეგმა და ორკვირიანი ვადა აშშ-სგან - რას დათანხმდა დონალდ ტრამპი?

ირანის ათპუნქტიანი გეგმა და ორკვირიანი ვადა აშშ-სგან – რას დათანხმდა დონალდ ტრამპი?

Published on

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ დათანხმდა ირანის მიერ წარმოდგენილი ათპუნქტიანი გეგმის შესრულებას და “ცივილიზაციის განადგურება”, რასაც თავად აანონსებდა, ორი კვირით გადადო. ტრამპის თანხმობის შემდეგ ირანმა თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. რეჟიმის ტელევიზიამ Tasnim, მოსახლეობას ხმამაღლა და დიდი ასოებით ამცნო: “ტრამპმა დათმო, ირანის უძლეველმა არმიამ მტერი უკუაგდო.”

რა წერია ირანის ათპუნქტიან გეგმაში?

გეგმა შედგება შემდეგი პუნქტებისგან: ომის სრული შეწყვეტა ერაყში, ლიბანსა და იემენში; ირანის წინააღმდეგ ომის სრული და მუდმივი შეწყვეტა, ყოველგვარი დროის შეზღუდვის გარეშე; რეგიონში ყველა კონფლიქტის სრულად დასრულება; ჰორმუზის სრუტის ხელახალი გახსნა; ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, პროტოკოლისა და პირობების დადგენა; ირანისთვის რეკონსტრუქციის ხარჯების სრულად ანაზღაურება; ირანის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის სრული ვალდებულება; შეერთებული შტატების მიერ დაკავებული ირანის სახსრებისა და გაყინული აქტივების გათავისუფლება; ირანი სრულად იღებს ვალდებულებას, რომ არ შეეცდება ბირთვული იარაღის ფლობას.

რა დაწერა დონალდ ტრამპმა:

“პაკისტანის პრემიერმინისტრ შაჰბაზ შარიფთან და ფელდმარშალ ასიმ მუნირთან საუბრების საფუძველზე, რომელშიც მათ მთხოვეს შემეჩერებინა ის დამანგრეველი ძალა, რომელიც ამაღამ ირანისკენ უნდა გაგზავნილიყო, და, იმ პირობით, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა დათანხმდება ჰორმუზის სრუტის სრულ, დაუყოვნებელ და უსაფრთხო გახსნას, მე ვთანხმდები ირანის დაბომბვისა და თავდასხმის შეჩერებას ორი კვირის ვადით. ეს იქნება ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტა!
ამის მიზეზი ის არის, რომ ჩვენ უკვე მივაღწიეთ და გადავაჭარბეთ ყველა სამხედრო მიზანს და ძალიან წინ წავედით ირანთან გრძელვადიანი მშვიდობისა და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის შესახებ საბოლოო შეთანხმების მიმართულებით. ჩვენ მივიღეთ 10-პუნქტიანი წინადადება ირანისგან და მიგვაჩნია, რომ ეს არის სამუშაო საფუძველი მოლაპარაკებებისთვის.
წარსული უთანხმოების თითქმის ყველა პუნქტზე შეთანხმება მიღწეულია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის, ხოლო ორკვირიანი პერიოდი საშუალებას მოგვცემს, რომ შეთანხმება დასრულდეს და ძალაში შევიდეს.
როგორც პრეზიდენტი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელით და ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების წარმომადგენლობით, ჩემთვის პატივია, რომ ეს გრძელვადიანი პრობლემა გადაჭრასთან ასე ახლოსაა. გმადლობთ ამ საკითხისადმი ყურადღებისთვის!”, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.    

სიახლეები

სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული...

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირას ჩამოვა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა,...

გერმანიაში უკრაინისთვის AI-ტექნოლოგიით აღჭურვილი 5 000-ზე მეტი დრონის წარმოება დაიწყო

გერმანიაში, მიუნხენის მახლობლად უკრაინისთვის 5 000-ზე მეტი საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის...

თბილისში მიკროავტობუსი მოიპარეს- დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით,...