სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ლევან იოსელიან №5 ქალთა სპეციალური დაწესებულებაში იმყოფებოდა და ქალ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შეხვდა.
უწყების ცნობით, ომბუდსმენი ციხეში შეხვდა ელისო კილაძეს, მზია ამაღლობელს და ანასტასია ზინოვკინას, “გაეცნო მათ საცხოვრებელ პირობებს, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და უფლებების დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას”.
“სახალხო დამცველმა ქალი პატიმრებისგან მოისმინა ინფორმაცია მათი განთავსების პირობებისა და უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ; შეხვდა დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და ადგილზე დაათვალიერა ციხის ინფრასტრუქტურა; გაეცნო პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ფსიქო-სოციალურ, საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო პროგრამებში მსჯავრდებულთა ჩართულობის საკითხებს; მოინახულა ასევე, დაწესებულებაში არსებული დედათა და ბავშვთა განყოფილება.
სახალხო დამცველი დაწესებულებაში ასევე შეხვდა იქ განთავსებულ ელისო კილაძეს, მზია ამაღლობელს და ანასტასია ზინოვკინას, გაეცნო მათ საცხოვრებელ პირობებს, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და უფლებების დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას.
საქართველოს სახალხო დამცველი რეგულარულად ახორციელებს პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგს და პატიმართა უფლებებზე ზედამხედველობას” – ნათქვამია განცხადებაში.